• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვილის ნათლიამ მოკლა…” – სენაკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ალია ავტორი - ალია
10:20 06-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

მისაღებ ოთახში შესულ ახლობლებს თეა ხარგელია უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მძიმედ დაჭრილი გზაშივე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

დაჭრილი თეა ხარგელია პირველმა მამამ ნახა. გასროლის ხმაზე ეზოში გასულმა კაცმა მეორე სართულიდან შვილის ხმა გაიგო, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

სავარაუდო მკვლელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. “კურიერის” ინფორმაციით, ის მერაბ ჭითავაა. სოფელ ზანაში ამბობენ, რომ მამაკაცი მოკლულის შვილის ნათლიაა და მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა.

დანაშაულის მოტივზე არაფერს ამბობენ მერაბ ჭითავას ოჯახში. “კურიერი” მკვლელობისთვის დაკავებულის დედას ესაუბრა. ქალი იხსენებს, რომ მისი შვილი სახლში ღამის 12 საათზე მივიდა, თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

“კურიერის” ინფორმაციით, სახლში მისვლამდე ერთი საათით ადრე მერაბ ჭითავა მოკლულის სახლში სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდა, კარის გაღებისთანავე თეა ხარგელიას მიბჯენით ესროლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. გაქცეული ჭითავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved