• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გინდა რომ ყველას უყვარდე, იყიდე სამარშრუტო ტაქსი, ჩადგი შიგნით მაცივარი და ნაყინის გაყიდვა დაიწყე” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:24 06-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,847

ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე:

წარმოიდგინეთ, სპეცრაზმმა მოგიკლათ შვილი თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლაანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, მთავრობამ გააკეთა შადრევანი, რომელმაც თქვენი შვილის სიცოცხლე შეიწირა, თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, მთავრობის წევრმა ქვეყნის ბიუჯეტიდან მოიპარა თქვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული, რამდენიმე მილიონი, რომელიც თქვენს საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა, თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, მთავრობამ ხელი მოაწერა მტერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას და დავუშვათ თქვენი ქვეყნის ნაწილი მტერ სახელმწიფოს გადასცა, თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, მთავრობამ სპეცრაზმს ბრძანება მისცა, რომ უმოწყალოდ დაერბია მიტინგი, რომელზეც თქვენ, თქვენი შვილი, თქვენი ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდით, თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგურა, რომელიც თქვენთვის უდიდესი საკრალური მნიშვნელობის მატარებელი იყო, თქვენ კი არ შეგიძლიათ მთავრობა ამის გამო ლანძღოთ, ვინაიდან მთავრობის ლანძღვა აკრძალულია.
წარმოიდგინეთ, რომ ზოგადად მთავრობის ლანძღვა აკრძალულია და მხოლოდ მისი ქებაა ნებადართული.
თუ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ და მაინც თანხმდებით ასეთი მთავრობის მმართველობას, ეს მხოლოდ ორი რამის მანიშნებელი შეიძლება იყოთ:
1) ხართ მთავრობის წევრი ან მისი მხარდამჭერი და ფიქრობთ, რომ ყველა დანარჩენი ვალდებულია პირუტყვივით ითმინოს უკანონობა, რაც აბსოლუტური სისულელეა, ვინაიდან ადრე თუ გვიან მთავრობა შეიცვლება და შემდეგ შენ აღმოჩნდები პირუტყვის როლში;
2) არ ხართ მთავრობის მხარდამჭერი, მაგრამ საკმარისად სულელი ხარ და ვერ ხვდები, რომ მსგავსი შემთხვევები შენც შეიძლება როდესმე გადაგხდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს გადაგხდენია.
მსაჯი რომ მსაჯია, იმას უწევს ლანძღვის ატანა. ფეხბურთელსაც, კალათბურთელსაც, მსახიობსაც და ტელეწამყვანსაც…
მთავრობა, ზემოთჩამოთვლილი პროფესიებისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო მეტად წყვეტს ადამიანების ბედს, მათ შორის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხსაც. ის, ვისაც ამხელა ძალაუფლება აქვს, ვალდებულია მოითმინოს უკმაყოფილო ადამიანთა ლანძღვაც კი.
თუ გინდა რომ ყველას უყვარდე, იყიდე სამარშრუტო ტაქსი, ჩადგი შიგნით მაცივარი და ნაყინის გაყიდვა დაიწყე. ოღონდ მაინც ფრთხილად უნდა იყო, რომელიმე ბავშვი რომ გაცივდეს, შეიძლება გაბრაზებულმა მშობელმა გვარიანად გამოგლანძღოს.
თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved