მოქალაქე ელიტა დანელიანი თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღს მისი შვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. მოქალაქე ამბობს, რომ აქვს დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ “არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვს”.
“მოგესალმებით ყველას ! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი “ბელ-მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად, ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან ბავშვს ჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია! ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს გაბუნია ბელას და მასწავლებელს თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა!
ერთი თვის გამავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის მეშინია მცივა იატაკზე არ დამაწვინო დედა რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი! და ვერც ვხდებოდი ბავშვი რას მეუბნება! რომ შევატყვე რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად აგრესიულად სულ ტიროდა და ამბობდა მცივა ჩამაცვი მეშინია, ღამეები იღვიძებდა და ტიროდა ბაღში არ წამიყვანო, და დედა ძირს არ დამაძინოო, ყველა ვიდეო ჩანაწერი მაქვს სადაც ბავშვი ამას მიყვება, თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში ,მაგრამ უშედეგოდ!
ბოლოს მოვითხოვე კამერები, რაზეც მითხრა რომ საფუძველი არ აქვს რომ მაჩვენოს, რის შემდეგაც ვუთხარი თუ არ მაჩვენებდა მივმართავდი კანონს! ამის მერე რაც ვნახე ეს იყო არაადამიანური ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ, პირადად ჩემს შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი, ყოველდღიურად შიშველი ტიტველი იყო, ერთ ბოდეში, ბავშვი როცა დგებოდა მასწავლებელი უთითებდა რომ უნდა დაწვეს, იმავე ჯგუფში ყველა იჯდა თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით!
4 საათის მერე როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ესე ნელი ნაბიჯებით შიშველი დადგა მასწავლებელთან მაჭამეო იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა რის მერეც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დააგდო ძირს იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს პროსტინა, როგორც გვამს! ეს ხდებოდა ყოველდღიურად 11 საათიდან 4 მდე, 10-ს ნახევარზე გაღვიძებულ ბავშვს 11 საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ, ასე ძალადობდნენ ჩემს შვილზე!
სხვა ბავშვებს იმავე ოთახში უცვლიდნენ, რასაც დანარჩენი ბავშვები ხედავდნენ გოგო ბიჭი ყველა, იმავე ოთახში ეძინათ ბავშვებს მაგიდებზე! მაქვს ვიდეოჩანაწერები და ფაქტები! გთხოვთ ყველამ წარმოიდგინეთ თავი ჩემი და ჩემი შვილის ადგილას, და დარწმუნებული ვარ ყველამ რომ მოითხოვოთ კამერები თქვენც ბევრ რამეს ნახავთ! განადგურებული არის ჩემი შვილი დანგრეული აქვს ფსიქიკა” – წერს მოქალაქე.
Ambebi.ge ბაღის დამფუძნებელს ბელა გაბუნიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ბაღი თანამშრომლობს სამართალდამცველებთან, რაც შეეხება პედაგოგს, ის უკვე გათავისუფლებულია.
– ბავშვი იყო ერთი თვის გადასული ახალ ჯგუფში და აქედან ერთი კვირა „ბატონები“ ჰქონდა, არ დადიოდა. ერთი თვის განმავლობაში ვიცით ხოლმე სანამ ახალ ჯგუფს შეეგუება, თითო საათი შედის და არ ჰქონდა, შესაბამისად, დიდი ხნის ურთიერთობა. ორი კვირა იყო სტაბილური მოსიარულე. თუმცა, აქედან რომ დაიწყო ბავშვმა სიარული, დედამ მითხრა, რომ რაღაცა არ მოსწონსო, მასწავლებელს რომ ხედავსო. ვუთხარი, ალბათ ეგუება, ახალი ჯგუფია და მაგიტომ. შესაბამისად, არა გვაქვს საფუძველი, რომ ამ მხრივ… ისეთი ყველამ, ახლა 10 წელი აქა ვართ და არ გვქონია მსგავსი რამ-თქო. მერე მშობელმა მითხრა, რომ არ ვიცი, ვერ ვარ ამ გოგოებთან და ისე დავაბრუნოთ უკანო.
კი ბატონო, დავაბრუნოთ, მაგრამ ასაკობრივად დიდი იყო ბავშვი, შენი სიმშვიდისთვის დავაბრუნოთ-თქო. იქ კი წერს ეგ, რომ „წვდომა არ მომცაო“, პირიქით, არავინ არ შესწინააღმდეგებია, პირიქით, მე თვითონ ვუთხარი, რომ იქნებ ბავშვებთან ვერ რიგდება და ვნახოთ-თქო. არც კი მიფიქრია, რომ რამე ისეთს ვნახავდი. ერთი ახალი ახალი კადრი გვყავდა, ერთი სრული, დიდი ხნის თანამშრომელი.
ეს გოგონა ახალი კადრია, ერთი უბნელები არიან, პირადი რამე ჰქონდათ, თუ რა არის არ ვიცი. ვიდეოში ვნახეთ, ბავშვი 10:00 საათზე მოდის და თავის საწოლში არ წვება, გამოაქვს ეს მატრასი, სპეციალური დასაფენი, ხალიჩაზე და იქ აწვენს ბავშვს. ეს რომ ვნახე, ვუთხარი ლოგინში თუ არ დაიძინა ბავშვმა საძინებელში, აქ როგორ დაიძინებდა-თქო? – მაშინვე გავუშვი. ის ფიზიკურად ვეღარ გაჩერდებოდა უკვე ჩვენთან ბაღში. ორივე თანამშრომელი იქვე გავათავისუფლეთ ადგილიდან.
– ფიზიკური შეხება მართლა იყო ბავშვზე?
– არა, რა თქმა უნდა! პოლიციაც იყო გუშინ მოსული, ნახა, რომ ფიზიკური შეხება ნამდვილად არ ჩანს.
– მასწავლებლის მიმართ თუ დადგება რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა?
– გუშინ იყო მოსული პოლიცია დაკითხვაზე და ყველაფერი მივაწოდეთ ჩვენ, რაც იყო. არასოდეს არ გვქონია მსგავსი მომენტი, ღმერთს მადლობა, აქამდე ისე მოვედით. მშობელს სამი წელი დაჰყავდა – მსგავსი არ ჰქონია არასდროს. უბრალოდ, რაღაცა ამ მასწავლებელს და ამ მშობელს შორის, არ ვიცი, რა იყო… მეც რომ დედა ვარ, მეც რომ ასეთი მენახა, ადეკვატური რეაქცია მექნებოდა.
– მშობელი და ახალი მასწავლებელი, ბაღის გარეთაც იცნობდნენ ერთმანეთს?
– კი, კი, მეზობლები, უბნელები არიან. ამ გაუგებრობაში მოვყევით ჩვენც. ამდენი წელია არ გვქონია მსგავსი შემთხვევა.
ambebi.ge
















კომენტარები