• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია-მ ტროტუარზე დგომის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი სტრასბურგში გაგზავნა

ალია ავტორი - ალია
11:46 06-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნეს.

საია-ს ცნობით, საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.

“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6(1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; 17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა). კერძოდ:

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ. ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის – „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავისთავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ის ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა. თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა. იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს მტკიცებულებები ობიექტურად, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები, მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები, არასწორად გამოიყენეს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრეცედენტები, რითაც დაარღვიეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი. ამასთანავე, სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა – მომჩივნის საქმე არ არის ერთადერთი ინციდენტი, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს, რაც ქვეყანაში 2024 წლიდან მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირდაპირი შედეგია. ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ამ ქმედებისთვის ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო თავისუფალი პროტესტის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ინსტრუმენტებად აქცია. ამასთანავე, აღნიშნული ქმედების ხელახლა ჩადენა (“ტროტუარზე დგომა”) გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, დაცვის მხარის არგუმენტების სრული უგულებელყოფა, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წამება/არასათანადო მოპყრობა, დემონსტრანტებისა და აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვრა, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილის დასჯა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას, რათა სრულიად განადგურდეს ევროპული კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლება, ჩაიხშოს განსხვავებული აზრი და მოისპოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები.

დისკრიმინაციის აკრძალვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად – მომჩივნის უფლებების დარღვევა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რადგანაც მომჩივანი არის პროევროპული აქციების მონაწილე. 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მიიღო კანონები, რომლებსაც შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად იყენებს. ის ფაქტი, რომ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღიურად უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნათლად ადასტურებს, რომ მომჩივნის საქმე რიგითი სამართალწარმოება კი არა, პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური დისკრიმინაციის ნაწილია”, ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved