• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოთახში გამოკეტეს და იქედან დაარეკინეს ჩემთან” – ინდოელ სტუდენტის მშობლები

ალია ავტორი - ალია
13:34 05-30-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა.

ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გაწყდა და მას შემდეგ ვეღარ დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა.

23 წლის დვანიტ რაჯდიპის მშობლებთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ, ინდურმა მედიამ ჩაწერა. მაშინ სტუდენტი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებოდა:

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ყველა ეჭვმიტანილი დააკავოს. ისინი მხოლოდ დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ. ჩემი შვილის ანგარიშიდან თანხაა გადარიცხული, რაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგია.” | ამბობს დედა, დჰარმიშთა რაჯდიპი.

💬 “ბოლო 1 თვის განმავლობაში, იმ სახლში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, მას უამრავ პრობლემასთან უწევდა გამკლავება. ჩემს შვილს ქირაც გადახდილი ჰქონდა და დეპოზიტიც, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იქ მცხოვრებმა პირებმა მისი შევიწროება დაიწყეს. საჭმელს უჭამდნენ, ფულს ჰპარავდნენ და ტანსაცმელსაც კი უყრიდნენ. ამით შეწუხებულმა ჩემმა შვილმა სახლის დატოვება გადაწყვიტა. სხვაგან ნახა ოთახი და იქ
უნდა გადასულიყო. ჩემმა შვილმა სახლის მფლობელს, სახელად ანილს დეპოზიტი მოსთხოვა და უარი მიიღო. შემდეგ ანილმა ჩემ შვილს უთხრა, რომ თითქოს მან სახლის კარი დააზიანა და უფრო მეტი უნდა გადაეხადა. ჩემმა შვილმა ჯერ უარი თქვა, თუმცა ოთახში გამოკეტეს და იქიდან დაარეკინეს ჩემთან. მესმოდა როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. საბოლოოდ თანხა მივეცით. ჩემი შვილი
იმდენად იყო შეშინებული, რომ ვუთხარი ინდოეთში დაბრუნებულიყო, ბილეთი ვუყიდე. მეუბნებოდა, რომ აეროპორტისკენ გზაზე იყო, როდესაც მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ტელეფონს აღარ უპასუხია” – ამბობს მამა ინდურ მედიასთან. [ფორმულა]

23 წლის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის ცხედარი მტკვარში გუშინ ნახეს. ახალგაზრდას 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved