დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლები დღეს გამოეხმაურნენ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შვეიცარიაში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცახდებას, რომელაც თქვა, რომ „ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“ ევროპის (ყველა) ქვეყნებში არ გამოიყენება.
“გუგლში შეამოწმეთ, შვეიცარიას უკვე რამდენიმე წელიწადია რაც აქვს “ვამოროლონი” – განაცხადეს მშობლებმა.
“სარჯველაძემ შვეიცარია რომ მოიარა, ბრძანა, რომ ჩვენ თითქმის იგივე პროცედურები გაგვაჩნია საქართველოში, რაც შვეიცარიას გააჩნია. გუგლში რომ შეამოწმოს, შვეიცარიას უკვე რამდენიმე წელიწადია რაც აქვს “ვამოროლონი” მიღებელი შეიარაღებაზე და აძლევს თავის ბავშვებს ამ წამალს.
გარდა ამისა, მაინტერესებს მინისტრის აზრი – მომაკვდავ ბავშვებზე არის საუბარი, რომელთაც არანაირი შანსი არ აქვთ სიცოცხლის, ეს წამალი აძლევთ ერთ შანსს, რაღაზე მსჯელობს საერთოდ ეს მთავრობა და ეს სამინისტრო. იმედია, რომ ადრე თუ გვიან ადამიანობას გამოიჩენენ და მისცემენ ჩვენს ბავშვებს ერთ შანსს. სიცოცხლის ერთადერთ შანსზეა საუბარი” – განაცხადეს მშობლებმა.














კომენტარები