• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადის სამი წელი და ეს ქალბატონი 2007 წლის ნოემბრის აქციებზე მხვდება, თავად მოდის ჩემთან და მახსენებს საკუთარ თავს” – რას იხსენებს ირაკლი მელაშვილი

"ისტორიას თავისი კანონზომიერებები აქვს! ვისაც არ გჯერათ, იხილეთ ღარიბაშვილი, ბურჭულაძე ლილუაშვილი და ა.შ!"

ალია ავტორი - ალია
20:56 05-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
1,500

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ვკითხულობ ქოცების მხრიდან გორში პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობის რამენაირად “გაპრავების” ძალიან უშნო მცდელობებს და სულ ერთი ისტორია მახსენდება.
სადღაც 2004 წელი იქნებოდა, როცა შევარდნაძის კორუმპირებულ მაღალჩინოსანთა დაჭერების სატელევეზიო სერიალები მაგარ მოდაშია, ამ სანახაობის მთავარი შემსრულებელი, თოფურიძე კი ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. მხოლოდ ერთეულები ვჩხუბობთ, რომ დაჭერები ხშირ შემთხვევაში კანონის დარღვევით ხდება, ხოლო ადამიანები სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ცხადდებიან დამნაშავეებად, რომ ეს უკანინობაა და ასე არ შეიძლება, მაგრამ ხალხი ისეა გაცოფებული შევარდანაძის კორუმპირებულ მოხელეებზე, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და მათხოვრულ, 12 ლარიან პენსიასაც კი ადამიანებს თვეობით უგვიანებდნენ, რომ არავის არაფრის გაგონება არ სურს.
მოკლედ, ამ დროს პეკინზე მაჩერებს ერთი საკმაოდ კარგად ჩაცმული, ინეტლიგენტური გარეგნობის ქალბატონი და ძალიან კეთილგანწყობილად, მაგრამ მტკიცედ მაკრიტიკებს სააკაშვილთან ოპონირების გამო, ბრაზობს, რატომ არ ვარ მის გვერდით. არაფრის ახსნა არ გამოდის, არც ერთმა არგუმენტმა, რომ მთავრობა თუნდაც ცუდ ადამიანებთან არ უნდა არღვევდეს კანონს, რომ თუ ამას საზოგადოება გაატარებს, მერე ეს ბოროტება წესიერ ადამიანებსაც შეეხება, რომ ჯობია ახლა შევაჩეროთ თორემ მერე გვიან იქნება, მოკლედ არაფერმა არ გაჭრა,ზრდილობიანად დავშორდით ერთმანეთს ორივე საკუთარ აზრზე დავრჩით.
გადის სამი წელი და ეს ქალბატონი 2007 წლის ნოემბრის აქციებზე მხვდება, თავად მოდის ჩემთან და მახსენებს საკუთარ თავს. ცოტა სარკაზმით ვკითხე, აქ რამ მოგიყვანათ მეთქი, ნუ აცრემლებული მომიყვა თავის ისტორიას, როგორ წაართვეს მის ოჯახს ბიზნესი, (რაღაც მაღაზია ჰქონიათ) როგორ გადააფორმებინეს ვიღაც ჩინოსნის ახლობელზე, როგორ დატოვეს ოჯახი სარჩო საბადებლის გარეშე და ა.შ.
ახლა ის ქოცები, ვინც ცდილობთ რამენაირად გაამართლოთ გორში პოლიციის მოქმედება , ვითომ ის გორელი ბიჭი ლამის ათ პოლიციელს დაესხა თავს და ეს საწყლები ეტყობა იძულებული იყვნენ თავი დაეცვათ, აი ვინ მსგავს სისულელეებს წერთ, იცოდეთ რომ მსგავსი ბედი გელით! უსამართლობის აქლემი ყველას კართან დაიჩოქებს, იმიტომ კი არა რომ მე ასე მინდა, არამედ იმიტომ, ისტორიას თავისი კანონზომიერებები აქვს! ვისაც არ გჯერათ, იხილეთ ღარიბაშვილი, ბურჭულაძე ლილუაშვილი და ა.შ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved