• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

"შს მინისტრი, იმედია, ამჯერად იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ საბუთების მოთხოვნის გამო ითხოვს პატიებას პოლიციელი და ამას ნანობს"

ალია ავტორი - ალია
16:09 05-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,806

პოლიციელი, ვანო მისირელი, რომელიც კლინიკაშია, ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს – ასე განაცხადა. ადვოკატმა, ვანო სამხარაძემ სასამართლო პროცესზე, მეტიც, ადვოკატის ცნობით, პოლიციელი ამბობს, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში, სადაც ანგარიშსწორება მოხდა, შემთხვევით იქნა გამოძახებული.

არადა, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, შსს ამტკიცებდა, რომ პოლიციელმა მანამდე მიიღო დაზიანება, ვიდრე მოქალაქეებს საცემრად გადაიყვანდნენ. ადვოკატის ნათქვამის მიხედვით კი, გამოდის, რომ იგი ანგარიშსწორების დროს მივიდა ადგილზე და არა მაშინ, როცა პირველი ეკიპაჟი მოქალაქეს საბუთებს სთხოვდა. 

შს მინისტრი, იმედია, ამჯერად იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ საბუთების მოთხოვნის გამო ითხოვს პატიებას პოლიციელი და ამას ნანობს, ან იმას, რომ საბუთების შესამოწმებლად სწორედ ეს პირი გამოიძახეს, მერე კი ელოდნენ, როდის მივიდოდა და მოითხოვდა საბუთებს. 

აქვს თუ არა უფლება, პირს, რომელსაც ათამდე პოლიციელი სცემს, თავისი სიცოცხლე დაიცვას, რაც ხელში მოჰყვება იმითაც კი? – ამაზე შს მინისტრს არ უსაბრია. 

“იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს” – აცხადებდა გუშინ შსს. 

საქმეს პროკურატურა იძიებს, შესაბამისად, კითხვას, დააკავებენ თუ არა, ადგილზე მყოფ სხვა პოლიციელებს, თუნდაც, შეუტყობინებლობის მუხლით, თუ ვერ ადგენენ მათ თანამზრახველობას, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოც კი არსებობს – სწორედ პროკურტურამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც, კითხვებს, რას ნიშნავს შსს–ს გუშინდელი განცხადება და დღეს პროცესზე პოლიციელის ადვოკატის ნათქვამი, რამდენად თანხვედრაშია და ან იმას, აქვს თუ არა პირს, რომელსაც ათამდე პოლიციელი სცემს, თავის დაცვის უფლება!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved