• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საყვარელო გორელებო, იცით, არცერთ გასაჭირში არ მიმიტოვებიხართ, დამიჯერეთ, ნამდვილად დროა, მიდით დღეს 19 საათზე სამხარეო პოლიციასთან”– გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
16:40 05-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256
ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:
სამწუხაროდ, გუშინ გორში ჩადენილი სიმხეცე არაა ცალკეული შემთხვევა, ეს დღევანდელი პოლიციის ყოველდღიურობაა, მოქმედების რუტინული წესი. მას მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ მოქმედება დააფიქსირეს და დაფიქსირებულის გავრცელება მოასწრეს. გადამღები რომ დაეფიქსირებინად, ისიც დაზარალებულის ბედს გაიზიარებდა და მასთან ერთად ბრალდებულად იქცეოდა, სიმართლეს კი ვერავინ გაიგებდა, ისე, როგორც ათასობით შემთხვევაში ხდება.
რა თქმა უნდა, სისტემა ცდილობს მუხლის შემსუბუქებას და ეცდება სასჯელის მინიმალიზაციას, შემდეგ კი ვადაზე ადრე გაუქმებას. მოძალადე სამართალდამცავთა დასჯა ხომ წესის პირდაპირ საწინააღმდეგოა. წესის, რომლის მიხედვითაც პოლიციელებს მოქალაქეთა წამებისთვის ახალისებენ, ფულად ჯილდოს აძლევენ, წოდებას უმატებენ, კარიერულად აწინაურებენ. გორშიც ზუსტად ასეა – სამხარეო სამმართველოს უფროსად ბზიშვილი დაწინაურდა, რომელიც აქციების დროს სირაძის მოადგილე იყო და თავად სცემდა მოქალაქეებს. დაწინაურებული იგივე ქცევას რომ წაახალისებდა, რა გასაკვირია? ასე მუშაობს დღევანდელი პოლიციის მთელი ვერტიკალი. მთავარია, გუშინდელივით უტყუარად არ გააშკარავდე.
დღეს 19 საათზე გორის სამხარეო პოლიციასთან აქციაა, რომელსაც, ჩემი აზრით, ყველა ნორმალური გორელი უნდა შეუერთდეს, რადგან ბოლო წლებში სწორად იქაური სტრუქტურები აქციეს ძალადობის მუდმივ წყაროდ მთელს ქვეყანაში. გორის და ხეობის წარმომადგენლებით იყო თითქმის მთლიანად დაკომპლექტებული ხარებას დაქირავებული ბანდა, ამჟამინდელი გედედეც. აი განსაკუთრებული გაჭირვების დროს განსაკუთრებულივე სიმხეცის რაზმს რომ იმატებენ, ის გორის სპეცრაზმია. სამხარეო რისი მკისრებელია – თავადაც ნახეთ. ერთ დროს საამაყო, საოკუპაციო ხაზის მედგრად დამცავი სპეცრაზმი სამხეცედ აქციეს, ცხონებული, ნაღდი პოლიციელის ვოვა ჯუღელის სამხარეო – საკუთარ კანინმორჩილ მოქალაქეებზე მონადირეებად. ხოდა, საყვარელო გორელებო, ბევრნი მიცნობთ, იცით, არცერთ გასაჭირში არ მიმიტოვებიხართ, ყოველთვის ვამაყობდი თქვენი ვაჟკაცობით, პატრიოტიზმით და დამიჯერეთ, ნამდვილად დროა, მიდით დღეს 19 საათზე სამხარეო პოლიციასთან, მოითხოვეთ ღირსების დაბრუნება, მოძალადეთა ადექვატური დასჯა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved