• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქოცების მხარდამჭერებთან მაქვს რამდენიმე კითხვა – იცით ეგ ბიჭი და მისი მეგობარი რატომ აწამეს?” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:55 05-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,269
ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ქოცების მხარდამჭერებთან მაქვს რამდენიმე კითხვა:
გუშინდელი კადრები თუ ნახეთ?
ვიცი, ყველანაირად აარიდებდით თავს, მაგრამ სადღაც მაინც ამოგიხტებოდათ.
მოგიწევდათ ადამიანის განწირული ყვირილის მოსმენა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, მინიმუმ არ გესიამოვნებოდათ.
ძალადობის ადრესატი ქვეყნის მტერი და ამომგდებიც რომ იყოს, ეგეთი ხმების მოსმენა და ეგეთი კადრების ყურება არავის სიამოვნებს, თუ მთლად სადისტი არაა.
ახლა მეორე კითხვა: იცით ეგ ბიჭი და მისი მეგობარი რატომ აწამეს?
ძალიან ჩვეულებრივი, ყოფითი ამბავია: ცუდად გაჩერებულ მანქანაზე შენიშვნის მიცემის გამო.
არც აგენტი ყოფილა და არც 50 აკაცუკიდან ერთ-ერთი.
ჩვეულებრივი ადამიანი იყო, სამსახურიდან გამოვიდა, ისევ უკან ბრუნდებოდა და რომ არა გადაღებული ვიდეო, ახლა იჯდებოდა იზოლატორში დასისხლიანებული და ზემოდან რამდენიმე წლიან “სროკსაც” დააწევდნენ, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისათვის ან სულაც ნარკოტიკს “უპოვნიდნენ.”
ჰოდა, ახლა მთავარი კითხვა: დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდებით?
დარწმუნებულები ხართ, რომ ცუდად ჩაჭრის გამო, ვიღაცას არ მიუსიგნალებთ, იქედან მუტრუკები არ გადმოგიხტებიან და არ დაგასისხლიანებენ, “შენ ვის დაუსიგნალე, შე ყ&ო”-ს ბღავილით?
ჩემი ახსნა რად გინდათ, არ იცით როგორ დადიან დაბურულ შუშიანი მანქანები ქალაქში? მოგწონთ ეგ?
ან მაღაზიის რიგში რომ მისცეთ შენიშვნა ვინმეს და იგივე ბედი გეწიოთ, მაგისგან დაზღვეული ხართ?
არ ხართ, თქვენც ხომ იცით.
ჰოდა, ამ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერი ხარ.
უსამართლობა და თავგასული ჩინოვნიკი აუცილებლად მოვა შენამდე, ან შენი ოჯახის წევრამდე ან მეგობრამდე.
გარდაუვალი ამბავია ეგ.
და ეგ უსამართლობა რომ მოვა, საერთოდ არაა ფაქტი, რომ იქვე სადმე კამერა აღმოჩნდება.
პირიქით, დიდი ალბათობით, ვერც ვერავინ გაიგებს.
და იქნებით ნაცემებიც, ზემოდან შეიძლება “სროკიც” დაგიმატონ და თუ გაგიმართლათ, საპროცესოს გაგიფორმებენ.
დამიჯერეთ, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვისი მხარდამჭერი ხართ. გავეშებული სადისტისგან “ორმოზდაერთის” ძახილი ვერ გადაგარჩენთ, თუ მაინცდამაინც რომელიმე დეპუტატის ან მაძღარი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი არ ხართ.
და ამას არ ვწერ ნიშნისმოგებით
იფიქრეთ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენივე ჩუმი ან აქტიური მხარდაჭერით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved