კოლორექტალური კიბო მსოფლიოში, გავრცელების კუთხით, მესამე ადგილზეა სიმსივნურ დაავადებებში. ამის გამომწვევი მიზეზი, ალბათ, არაერთია, თუმცა, ყველაზე ხშირი პრობლემა დაგვიანებული მიმართვიანობაა ექიმთან. ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ ასაკთან ერთად, ნორმალურია დისკომფორტი მუცლის არეში, ან ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, გარდა ამისა, ბევრს იმის შიშიც აქვს, რომ თუ ოპერაცია დასჭირდა, ე.წ. ნაწლავის გარეთ გამოტანით დასრულდება ქირურგიული ჩარევა და წინასწარ განიცდის. მართლაც, სულ ცოტა ხნის წინ, მსგავსი ოპერაციები ასეც სრულდებოდა, თუმცა, დღეს – აღარ. დღეს უკვე გვყავს ქვეყანაში ქირურგები, რომლებიც ოპერაციებს ისე გეგმავენ და ასრულებენ, რომ ადამიანს შემდგომ არ ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური. დისკომფორტი.
ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ონკოქირურგი, თორაკალური ქირურგი, ანზორ ლაგვილავა, გვიყვება, რომ მის მიერ გაკეთებულ ოპერაციათა 98 პროცენტში, პაციენტები ცხოვრების ჩვეულ სტილს უბრუნდებიან და ამასთან აანონსებს საქართველოში, “ნიუ ჰოსპიტალსში”, რობოტული ქირურგიის ბლოკის გახსნას. მედიცინის დოქტორი, ანზორ ლაგვილავა 12 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, 5 საერთაშორისი კლინიკური კვლევის მონაწილეა. იგი ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის წევრი და ასევე ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის წევრია.
– რა არის კოლორექტალური კიბო და სტატისტიკის მიხედვით, რამდენად გაზრდილია მისი გავრცელება?-
– პირველ რიგში, მოგესალმებით მივესალმები მკითხველს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით. მადლობა რუბრიკაში მოწვევისთვის. კოლორექტალური კიბო ეს არის მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ან სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძირითადად ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებიდან. სამწუხაროდ, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ფიქსირდება დაავადების მზარდი ტენდეცია, ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ფილტვის კიბოსა და ძუძუს კიბოს შემდეგ. დედამიწაზე ყოველ წელს ავადდება 19 000 000 პაციენტი, ხოლო საქართველოში დაახლოებით 800 ადამიანი.
საყურადღებოა ყოველწლიური მზარდი 1დან 2 % მდე ტენდენცია 50 წლამდე ასაკის პაციენტებში,
რაც შეეხება სქესს, ქალების და მამაკაცების თანაფარდობა თითქმის იდენტურია.
– რა გარემოებების ბრალია გაუარესებული სტატისტიკა?
– ბოლომდე არ არის შესწავლილი ამ პროცესის მიზეზები, თუმცა, მსხვილი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეებთან მიმართებაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნე, როგორიცა არის მაგალითად პოლიპები, დროთა განმავლობაში განიცდის მალიგნიზაციას და ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნეში. ამიტომ, მთავარი გზა, დაავადების თავიდან ასარიდებლად, დროული დიაგნოსტორება და მკურნალობაა მიიჩნევა.
ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება გენური მუტაციები, რადგან კოლორექტალური სიმსივნეს, როგორც სხვა ავთვისებიან სიმსივნეებს ახასიათებს უჯრედების უკონტროლო ზრდა, რომელიც განპირობებულია გენური მუტაციებით.
რისკ ფაქტორზეც უნდა გავამახვილო ყურადღება – ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრების წესის თავისებურებანი: კანცეროგენული საკვები, საქონლის ხორცის ჭარბი მოხმარება, სიმსუქნე, ადინამიური ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები – ჭარბად ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, – სამწუხაროდ, იწვევს მსგავსს დაავადებებს.
– დიაგნოსტიკის რა საშუალებები აქვს კლინიკას?
– ნიუ ჰოსპიტალში კოლორექტული სიმსივნეების გამოვლენისთვის და დიაგნოსტიკისთვის ვიყენებთ ულტრათანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორიც არის თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიული და მაგნიტო რეზონანსური კვლევები, ასევე ენდოსკოპიური პროცედურები, რომლებიც ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და ამ გზით უკვე ბევრად კომფორტულია პაციენტებისთვის.
ცალკე აღსანიშნავია კლინიკაში არსებული და აპრობირებული ვიდეოკაპსულით კუჭნაწლავის გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტი ყლაპავს სპეციალურ ვიდეოკაპსულას და ის იკვლევს მთლიანად კუჭ ნაწლავს დაწყებული საყლაპავიდან – კუჭს, 12 გოჯა და წვრილ ნაწლავს, მსხვილ და სწორ ნაწლავს, კაპსულა იწერს ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მთლიანად ამ ორგანოების სანათურს, რომლის წაკითხვა ხდება კომპიუტერზე. ეს კვლევა გამოირჩევა პაციენტებისთვის კომფორტით, უმტკივნეულოა, და არ საჭიროებს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ის შეუცვლელია წვრილი ნაწლავის სხვადასხვა სიმსივნური თუ არასიმსივნური დაავადების გამოსაკვლევად.
– რომლებია ზოგადი სიმპტომები და არის თუ არა, რაიმე ისეთი წითელი ხაზი, როცა გადაუდებლად უნდა მიმართოს პაციენტმა ქირურგს?
– სიმპტომებს რაც ეხება, ყველაზე სასიგნალო მაინც მიმაჩნია პაციენტისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკვე ჩვეული მოქმედების დარღვევა, ხშირი ფაღარათის და ყაბზობის მონაცვლეობა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, რომელიც 2 კვირაზე მატ ხანს გრძელდება.
მუცლის ღრუში მოვლითი ხასიათის ტკივილი, სისხლიანი და მტკივნეული დეფეკაცია სამწუხაროდ მიგვანიშნებს მაღალი სტადიის დაავადებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმპტომების პირველივე გამოვლებისთანავე მივმართოთ ექიმს და არ დაველოდოთ ისეთ სიმპტომებს, რომლებიც უკვე გართულებულ მდგომარეობას მიგვანიშნებს.
– მსმენია რომ კოლორექტალური კიბოს მართვის პროცესში მულტიდისციპლინურ გუნდს უპირატესობა აქვს – რა განაპირობებს ამას?
– პაციენტების მკურნალობის მულტიდისციპლინარული მიდგომა ჩვენი კლინიკის ძლიერი და პროგრესული მხარეა. ნიუ ჰოსპიტალსში ყველა ონკოლოგიური პაციენტის ისტორიის განხილვას, აუცილებელი წესით, ესწრებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები. ონკოლოგიური გუნდის ყველა წევრი თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის ტაქტიკაზე და მეთოდოლოგიაზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების რისკს. აქ მკაფიოდ განისაზღვრება დაავადების სტადია და შეირჩევა მკურნალობის ოპტიმალური მეთოდიკა, მისი თანმიმდევრობა.
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული მკურნალობა და სხვა, ჩვენს კლინიკაში ინდივიდუალურად ხდება ამ მეთოდების თანმიმდევრული შერჩევა და სწორედ ესაა უპირატესობა, რადგან პაციენტის მკურნალობის სწორი და ინდივიდუალური მენეჯმენტი ეფექტური მკურნალობის საწინდარია.
– მკურნალობის რა თანამედროვე ქირურგიული მეთოდებია დანერგილი კლინიკაში?
– ჩვენი მიდგომები მიმართულია ქირურგიული მკურნალობის ხარისხზე და პაციენტების კომფორტზე, კლინიკაში ბოლო 10 წელია ნაწლავებზე ჩარევის 95 % ტარდება მინიინვაზიურად ლაპარასკოპიული მიდგომებით, რომლის უპირატესობა, ღია მეთოდთან შედარებით, დღეისთვის უკვე სადაო არ არის და მსოფლიოში აღიარებულია. შიდა ქირურგიული განხილვისას, კლინიკის წამყვანი ონკოქირურგები ვირჩევთ ინდივიდუალურად პაციენტისთვის ადეკვატურ და მორგებულ ქირურგიულ ჩარევას, მის მაშტაბს და მეთოდიკას.
ასევე თითოული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება საკერავი მასალას და აპარატურას შერჩევა პაციენტის სქესის, წონის, სიმაღლის, ასაკის გათვალისწინებით. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ გართულების რისკს.
უახლოეს დროში 2-3 თვეში ნიუ ჰოსპიტალში დაინსტალირდება ჩვენს მიერ უკვე შეძენილი ქირურგიული რობოტ ტექნიკა და გაიხსნება ახალი რობოტული ქირურგიის საოპერაციო ბლოკი. ამ რობოტზე მომუშავე თითოული პერსონალი, ჩემი ჩათვლით, ქირურგები, ასისტენტ ქირურგები, უმცროსი ექიმები, საოპერაციო მედდები თუ სხვა პერსონალი უკვე ორი წელია გადიან ინტენსიურ სწავლება-მომზადებას საზღვარგარეთ ტექნიკის სრულყოფილად ასათვისებლად. სწორედ გუნდური მუშაობის მიდგომა, საოპერაციო ბლოკის თითოული წევრის პროფესიონალიზმი და ერთობლივი ჩართულობა გვაძლევს საფუძველს დავნერგოთ რობოტული ქირურგიის მაღალი ხარისხი საქართველოში.
როცა საქმე გვაქ კოლორექტულ ქირურგიასთან პაციენტის ცხოვრების ხარისხის საკითხი ყოველთვის აქტუალურია. მოგეხსენებათ ნაწლავის ფართო დაზიანების პირობებში უახლოეს წარსულში ქირურგები ხშირად მიმართავდნენ ხელოვნური უკანა ტანის ფორმირებას, რადგან მთავარი პრიორიტეტად მიიჩნეოდა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის სრული ამოკვეთა. დღეისთვის ჩვენ ქირურგიულ ჩარევის მაღალ სტანდარტებთან ერთად (სიმსივნის ფართო ამოიკვეთა, სათანადო რეგიონული ლიმფოდისექცია) დიდ უპირეტესობას ვანიჭებთ პაციენტების კომფორტს და ვფიქრობთ რომ ქირურგიული ჩარევები არ უნდა ჩააგდოს პაციენტი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განსაცდელში. ამისთვის ვიყენებთ ბევრად უფრო რთულ მაგრამ პაციენტებისთვის კომფორტულ ქირურგიულ ტექნიკას, ნაწლავის ბუნებრივი გზით ფუნქციის შენარჩუნებით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მივმართავთ ხელოვნურ უკანა ტანის ფორმირებას.
ამიტომაც ჩემს მიერ წარმოებული ოპერაციების 98 % მთავრდება ნაწლავის ბუნებრივი ფუნქციური პასაჟის შენარჩუნებით ეგრეთწოდებული ,,ნაწლავის გამოტანის“ გარეშე. ზემოთაღნიშნული მიდგომები თანდართული მინიინვაზიური დამზოგველი ქირურგიის გამოყენებით იცავს პაციენტებს ძლიერი ფსიქოლოგიური და ფიზიკურ სტრესისგან, რაც დამეთანხმებით რომ ბევრად აუმჯობესებს მკურნალობის პროგნოზსაც და სიცოცხლის ხარისხსაც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
(R)














კომენტარები