• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძემ აუდიტს მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციაში ხარვეზებზე მოკვლევა დაავალა

ალია ავტორი - ალია
12:13 05-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურსა და თავის მოადგილეებს მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებული მდგომარეობის მოკვლევას ავალებს.

კალაძის თქმით, უამინდობის დროს რეაბილიტირებულ მეტროსადგურში წყალი ჩამოდიოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 4,2 მლნ ლარი შეადგინა. ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარტივებული გზით კომპანია “ბადა ქონსთრაქშენმა” შეასრულა.

„უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგური „ავლაბარი“, რომლის კადრებიც საზოგადოებამ იხილა. ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურში, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სადგური თავდაპირველად მძიმე და ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც პროექტის შეთანხმებას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა რეაბილიტაციის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ აშკარა ხარვეზი გამოიკვეთა.

კალაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ვისი ბრალია შექმნილი მდგომარეობა შემსრულებელი კომპანიის, სამუშაოს მიმღების თუ ზედამხედველის, თუმცა დასძინა, რომ მომხდარი მერიის იმიჯს აზიანებს.

„კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება! არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, ჩვენზე“, — აღნიშნა მერმა.

კახა კალაძემ მოუწოდა ყველა კომპანიას, რომელიც მუნიციპალიტეტის შეკვეთით სამუშაოებს ასრულებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ხარისხის მიმართ, რადგან ინფრასტრუქტურამ ათეულ წლებს უნდა გაუძლოს.

მეტროსადგურ “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულში, რომლის რეაბილიტაციას ბიუჯეტს 4.2 მლნ ლარი დაიხარჯა, უხვი ნალექის შედეგად სახურავის სანიაღვრე სისტემა 22 მაისს დაზიანდა.

მეტროსადგურის “ავლაბარი” რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო, რეაბილიტაცია 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2 წლის წინ, 28 თვის შემდეგ, 2024 წელს დასრულდა.

კონტრაქტორი “ბადა ქონსთრაქშენი” 2011 წელს დარეგისტრირდა და ბაჩანა ადამიას საკუთრებაა. დირექტორი კი მანუჩარ კონცელიძეა. 4.2 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული. ანუ ეს მისი ერთადერთი პირდაპირი შესყიდვაა. მიღმა ამისა, კომპანიას მხოლოდ 303 ათასი ლარის სამუშაოები აქვს განხორციელებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
კერხერი და ორთქლის აპარატი
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved