• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება

ალია ავტორი - ალია
10:40 05-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

დღეს, 26 მაისს, თბილისში „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, საიდანაც რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან.

მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

„ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ მათ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა.

დედაქალაქის მთავრობა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებებითა და სატრანსპორტო მოძრაობის შეცვლილი სქემით ხსნის.

მიუხედავად ამ აკრძალვისა, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პარლამენტთან სცენის დამონტაჟებას დღეს მაინც შეეცდებიან.

თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარებაზე თანხმობა არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაცა. უწყების განმარტებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას:

არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;
დოკუმენტში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის კონკრეტული მიზანი და დასრულების დრო;
არ ფიქსირდებოდა მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
„შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები”, — აცხადებენ შსს-ში.

შსს-სა და თბილისის მერიის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, „ოპოზიციური ალიანსი” გეგმების შეცვლას არ აპირებს. ორგანიზატორების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved