• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილზე სასამართლო დარბაზში იძალადეს – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
18:12 05-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე, სადაც 8 პოლიტიკოსის საქმეს დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ, ხმაური იყო. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა “პირველებს” უთხრა, საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები მესამე პრეზიდენტს ფიზიკურადაც შეეხნენ და დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცესზე, მოსმართლე თამარ მახარობლიძემ მიხეილ სააკაშვილს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

„ზვიგენების საქმე, როგორც ჩანს, ძალიან გამღიზიანებელია, ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი აზრი, როდესაც პროცესუალური უფლება იყო, რომ მას შეეძლო ამ საქმეზე საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. დღეს რაც იკადრა საბადრგაო სამსახურმა- ლაშამ, ე.წ. ბატონმა ვაჟამ, რომელიც ვინაობას მალავს, ეს იყო პროვოკატია პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე პრეზიდენტთან კომუნიკაციის გარეშე ვერაფერს ვიტყვი, მასზე იძალადეს, გადაამეტეს ძალას სხდომათა დარბაზში. ეს არაფერი იყო, დაგეგმილი პროვოკაციის გარდა“, – განაცხადა გიორგი  ჩალაძემ.

ხმაურს და დაპირისპირებას ადასტურებს კოალიცია „ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და სასამართლო დარბაზში მომხდარის დეტალებს ჰყვება.

„დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატმა მოითხოვა, რომ მიეცათ მისთვის მიმართვის საშუალება, რაზედაც მოსამართლის მხრიდან იყო უარი, მოსამართლემ თქვა, რომ უკვე გამოყენებული იყო შესავალი სიტყვის უფლება თუ რაცაა, რაც ვერ გაიხსენა ვერავინ. როდესაც სხდომა სრულდებოდა, სააკაშვილის ადვოკატმა ისევ მოითხოვა, რომ ადამიანი ჩამოიყვანეს რუსთავიდან, საათები გაატარა ქვემოთ ე.წ. აბიზიანიკში, შემდეგ კიდევ სხდომაზე იყო საათნახევრის განმავლობაში და იქნებ მიეცათ საშაულება, რომ 5- 10 წუთი მიმართვა გაეკეთებინა, რაზედაც მოსამართლემ სწრაფ-სწრაფად გამოაცხადა, რომ სხდომა დახურულიაო და გავიდა დარბაზიდან, ამაზე ჰქონდათ რეაქცია ადვოკატს და პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც მოჰყვა პატარა დაპირისპირება საბადრაგო სამსახურთან, მაგრამ არაფერი ისეთი დაპირსპირება არ ყოფილა, გაიყვანეს იძულებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.(ტვპირველი)

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved