• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუილია, რომ სახელმწიფო რამეს აფინანსებს.სოფელმა აუგროვა ფული და აპარატი იმით ვუყიდეთ” – დიუშენით დაავადებული ბავშვის დედა

ალია ავტორი - ალია
13:49 05-24-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,366

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი  ხელისუფლებას სიცრუეში ამხელს და “პირველებთან” საუბარში იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ საჭიროებებზე საუბრობს, რომელიც მისი შვილის მკურნალობის გზაზე გადის.

“ეს აქსესუარი არ არის, ეს არის სამედიცინო დანიშნულების ნივთები, რომელიც სწირდება სიცოცხლისთვის ადამიანს, მარტო დიმას კი არა, ყველას, ვინც აპარატზეა. ეს სამედიცინო ნივთები გამოიყენება ყოველდღიურად. დღეში შეიძლება 5-ჯერ, 220-ჯერ გაუკეთო სანაცია ბავშვს და ეს ყველაფერი ხომ არის თანხებთან დაკავშირებული? ანუ ერთ სანაციის ჩხირს ვერ გამოიყენებ მეორედ. ხელთათამნს ერთხელ ნახმარს ვერ გამოიყენებ მეორედ. იმდენად ეკონომოური კრიზისი გვაქვს ხოლმე ხშირად, რომ სანაციის ხელთათმანს მხოლოდ ერთ ხელზე ვიკეთებ, რომლითაც ჩავდივარ და ვუკეთებ სანაციას. ჩემი შვილი, დიმას და, მუშაობს სუპერმარკეტში მოლარედ”, – ამბობს ქალი. 

მისი თქმით, სახელმწიფომ საჭირო აპარატურის შესაძენად თანხა არ დაუფინანსა. და  თანხა სოფლის მოსახლეობამ შეუგროვა.

“დიმას აპარატის გაფუჭების შემთხვევაში, რომ არ დაგვიფინანსა სახელმწიფომ, ისევ სოფელი დაეხმარა დიმას, სოფელმა აუგროვა ფული და იმით ვუყიდეთ ეს აპარატი. პირუტყვი გვყავდა ოჯახი, ის გავყიდეთ, ნაკვეთები გავყიდეთ. ეს არის სიცრუე, რომ აფინანსებენ ყველაფერს. აპარატი,რ ომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ადამიან, მხოლოდ ერთი გვაქვს სახლში და გაფუჭების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ხელებში უნდა ჩამაკვდეს ბავშვი თუ ეს აპარატი გაფუჭდა. იყო შემთხვევა, როცა რაღაც დაუზიანდა აპარატს, სახლში მოვიყვანეთ ხელოსანი, გადავიხადეთ 1500 ლარი და სანამ აპარატს შეაკეთებდა ეს ბიჭი, ხელოსანი, იყო გამორთულ მდგომარეობაში, მე ხელით ამ ბურთით ვასუნთქებდი ბავშვს ერთი საათის განმავლობაში.

დიმას სოციალურიც მოუხსნეს და ჯანდაცვის სამინისტროში რომ მივიდა თამარი, თავისი და გასარკვევად, პასუხი იყო ასეთი: თუ ერთი უნარეზღუდული კიდევ დაგემატებათ ოჯახში, მაგ შემთხვევაში მოგეცემათ სოციალური დახმარებაო, თუ არადა – არაო, – ამბობს მშობელი. 

შეგახსენებთ, რომ „დაიცავი ილიაუნის“ საქველმოქმედო ლაივ-მარათონში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, უკვე 1 500 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ინიციატივას ათეულობით კომპანია, გამომცემლობა, უნივერსიტეტი და კლინიკა შეუერთდა.

ამ ფონზე, სამთავრობო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარებს სახელმწიფო “ისედაც აფინანსებდა”.  მშობლების შეფასებით, ახლა მიმდინარეობს კამპანია, რომლის მიზანიც საზოგადოების დარწმუნებაა, თითქოს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს დამატებითი დახმარება და ძვირადღირებული მკურნალობა რეალურად არ სჭირდებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved