• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ასეთი მზარდი ეკონომიკა გაქვთ, ხალხის ფულს რას უთვლით ამ ბავშვებს?” – ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:29 05-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს კობახიძემ უპასუხა, რომ წამალი ძალზედ ძვირია, ეს ხალხის ფულია და ხალხის ფულს, თურმე, მთავრობა ვერ გამოიყენებს მედიკამენტის შესაძენად. აქვე რამდენჯერმე ახსენა ფარმაცევტული მაფია (დიფსთეითის ჟანრში) და მოკლედ გავიგეთ, რომ ისრები გადატანილია… არსაით.

ხალხის ფული…

როდის აქეთ გაუჩნდა კობახიძეს ასეთი გულდათუთქული დამოკიდებულება ხალხის ფულის მიმართ?! ახლა ეს, მართლა, ტრაგიკომედია არ არის?! ხალხის ამ ფულიდან რამდენი მილიონი იხარჯება სახელმწიფო მოხელეების წვეულებებში, ბანკეტებში, განახლებულ ავტოპარკში, თითიდან გამოწოვილ, უაზრო ღონისძიებებში, თითქოს ხალხს ეკითხებიან: შეიძლება, ხელფასები გავიზარდოთ და ბანკეტები მოვიწყოთ თქვენი ფულითო?! ხალხს ვინმე რამეს ეკითხება საერთოდ? ხალხის ფულიდან რამდენი ტენდერი წაიღეს ფეოდალების ბიზნესკომპანიებმა? რამდენი საბავშვო ბაღი და უფასო სასადილო გაძარცვეს? ძალიან სამარცხვინო და სავალალოა, რაც ხდება. განა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები “ხალხი” არ არის? გადასახადების სახით, წვლილი არ შეაქვთ ბიუჯეტში? ვიღაცა თუ მრავალმილიონიან ტენდერს და გაასმაგებულ პრემიას იმსახურებს, ეს ბავშვები არაფერს იმსახურებენ? გრცხვენოდეთ!

ეკონომიკა იზრდება, ევროპულ ქვეყნებს გადავასწარით ზრდაშიო, თუ ასეთი მზარდი ეკონომიკა გაქვთ, ხალხის ფულს რას უთვლით ამ ბავშვებს? მაგრამ ეკონომიკა თქვენთვის იზრდება, ბიუჯეტიც თქვენი საკუთრებაა, ბარემ პასპორტები შეცვალეთ და დააწერეთ: ფეოდალური საქართველო.

რეფერენდუმისმაგვარი გამოკითხვა რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, სწორედ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს ამ ბავშვებისთვის წამლის შეძენას, მაგრამ მთავარი აქ მარტო სახსრები კი არაა, დამოკიდებულებაა… ხელისუფლების პირველი პირების უგულო, ცივი, არაკომპეტენტური, შეუვალი, ჯიუტი და ცინიკური დამოკიდებულება. ასეთი ხალხი არ იმსახურებს ხელისუფლებას, ხოლო ბავშვები იმსახურებენ სიცოცხლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved