• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის რეჟიმის დროს დაკანონდა, რომ ავადმყოფ ბავშვს შეიძლება, გაუკეთო 1050 ამპულა ნარკოტიკული საშუალება 3 კვირაში” – ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:05 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530

ფეხბურთელ ვახო ჩარკვიანის მკვლელობის საქმეზე ადვოკატები პროკურატურას მკაცრ მოთხოვნას უყენებენ და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. უფლებადამცველების განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყება საქმეს სათანადოდ არ გამოიძიებს და პასუხისმგებელი პირების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული 5 ივნისამდე, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.

გაიოზ ჩარკვიანი, მოკლული ფეხბურთელის მამა:

ადვოკატებმა და ადვოკატთა კორპუსის ნაწილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, 5 ივნისს 12 საათზე გენერალურ პროკურატურასთან, თუკი არ იქნება გონივრულ ვადაში გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ სასაუბრო ძალიან ბევრია და ფორმატიც, მოგეხსენებათ, ამას ვერ დაიტევს, აქედან გამომდინარე, ვიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას და ადვოკატთა კორპუსი დავდგებით საშიმშილოდ.

ზაზა ხატიაშვილი:

ივანიშვილის რეჟიმის დროს დაკანონდა, რომ ავადმყოფ ბავშვს შეიძლება, სამი კვირის განმავლობაში გაუკეთო 1050 ამპულა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 570 ფენტანილი, ადამიანი გარდაიცვალოს და არავინ დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათი ყველა ადამიანთან მიმართებაში, რომ დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდი. აქედან გამომდინარე, ეს უბედურება რომ მთელ საქართველოს არ მოედოს, ჩვენ ვდგავართ გაიოზ ჩარკვიანის გვერდით. 5 ივნისს ადვოკატთა კორპუსის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველ დღე ერთი ადამიანი იშიმშილებს, თუ არ ჩატარდება ეფექტური გამოძიება, რაც დადგენილია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით მე-6 და მე-13 მუხლებით.

ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე:

გამოძიება დასრულებულია, პროკურატურას ყველა მტკიცებულება აქვს და ხელისგულზეა სისხლის სამართლის საქმე. სახეზეა ბრალის წარდგენის სტანდარტი. რატომღაც 5 წლის მანძილზე ჭიანურდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება კონკრეტული პირის მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან მალე, ხანდამულობის ვადა იწურება, რის შემდეგაც პროკურატურა ვეღარ შესძლებს ბრალის წარდგენას. არ გვინდა ისეთ რეალობაში აღმოვჩნდეთ რომ ოჯახი, რომელსაც შვილი მოუკლეს, აღმოჩნდეს მოტყუებული.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კოვიდ-19-ზე მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პასუხისგებაში ექთანი თეა ბეგიაშვილია მიცემული, მას მსჯავრი დოკუმენტების გაყალბებისთვის დაედო და წელიწადნახევრიან საპატიმრო სასჯელს იხდის, გირაო აქვს შეფარდებული თერაპიული განყოფილების ყოფილ უფროსს, ქეთევან ცერცვაძეს, მას ბრალად ედება გულგრილობა, თუმცა დაგეგმილი ამნისტია ეხება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved