• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ დილით, ირაკლი კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
13:46 05-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,505

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:

ამ დილით ირაკლი კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას – შეაფასეთ კოპენჰაგენში დანიის პოლიციის ძალადობრივი ქმედებებიო.
ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი (ასეთი კი კობახიძეს უამრავი დაუგროვდა). არა, ეს საშიში ინდიკაციების შემცველი სიგიჟეა:
🚩 ამ მთავრობასთან დიალოგი არ იქნება, – ეს პასუხი მიიღეს ქოცებმა ბრიუსელიდან და, სავარაუდოდ, ელოდებიან მის ღიად და საჯაროდ გახმოვანებას ბრიუსელისგან. ამით განიმარტება ის აბსურდი, რომ თითქოს ფონ დერ ლაიენი არ არის ლეგიტიმური თანამოსაუბრე და ევროკავშირი მისგან განცალკევებით უნდა იქნას აღქმული („ევროკავშირი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ ხალხს ეკუთვნის”). მოკლედ, წერილი, პირველ რიგში, ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რათა საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეგვაგუოს.
🚩 საზოგადოების მარცხთან შეგუების ნაწილია გზავნილები უკვე ღრმად კონსერვატიული ჯგუფებისთვისაც: უარს გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თავად არ გვჭირდება ევროპა. „სქესობრივი იდენტობების შესუსტება”, „მიგრაცია”, „ისტორიული მეხსიერების დაკნინება” და მთელი ის ნარატივი, რომ დასავლეთი დაცემულია, ჩვენ კი ნამდვილი ევროპული ღირებულებების მცველები ვართ.
🚩 “ისინიც იგივეს აკეთებენ” ტიპის პარალელიზმის შექმნის მცდელობა: ჩვენ თუ ვძალადობთ, ისინიც ძალადობენ. საინტერესოა, ეს მხოლოდ წარსულ ძალადობებს ეხება, მიმდინარე დაჭერებს და პოლიტიკურ პატიმრობებს, თუ კიდევ აქვთ ქოცებს დაგეგმილი ძალადობრივი დარბევები და პოლიტიკური პატიმრობები? ამას მალე ვიხილავთ.
🚩 “სიმეტრიული” პასუხი დანიას, კობახიძის “პირადულის” ელემენტებით: ეს განცხადება მოჰყვა დანიის ოფიციალური პირების (მათ შორის, ევროპულ საქმეთა მინისტრის) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ მკაცრ კრიტიკას. ასევე, შეგახსენებთ, რომ შარშან კობახიძე თავად მონაწილეობდა დანიაში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე. თუმცა, დანიის საგარეო უწყებამ მაშინვე განმარტა, რომ ეს ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის ოფიციალურ, კრიტიკულ პოზიციას საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და ქოცების მთავრობა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და პირადად კობახიძე კიდევ – ძალიან უხერხულში.
🚩 შეჯამებისთვის: ცხადია, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი კობახიძის ამ ღია წერილს დაცინვის ღირს სიგიჟედ ჩათვლის, მაგრამ, სამწუხაროდ, სიგიჟე მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი უმძიმესი საფრთხეა: საქართველო ევროპის მიღმა რჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved