• რეკლამა
  • კონტაქტი
11:01, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მიიღებს პრემია-დანამატებს და რა შემთხვევაში

ალია ავტორი - ალია
11:44 05-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს მიიღებენ, – შესაბამისი კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.

მისივე ინფორმაციით, სახელფასო დანამატის გაცემისთვის ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

რაც შეეხება ფულად ჯილდოს – ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა რიცხოვნობის გაზრდას შეეხება.

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეს მოქმედი რედაქციით, მათი რაოდენობა 10%-ით იყო განსაზღვრული.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე არ გავრცელდება.

კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

bpn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved