ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ცენზურის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს.
ამის შემდეგ, შექმნეს გაუგებარი ბიუროკრატია, დაუნიშნეს მაღალი ხელფასი და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს?
უსაქმურად ვერ იქნება.
ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი. ისევ მაღალხელფასიანი მორიგი ბიუროკრატია.
საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება.
აბსურდულობამდე კომიკური უსაქმურობის პროგნოზირებადობა..”














კომენტარები