აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება.
„ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული დათმობის გაკეთება იმ პასუხში, რომელიც ირანს კონფლიქტის დასრულების შესახებ მათ ბოლოდროინდელ წინადადებებზე გაუგზავნეს. საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან კომპრომისის არარსებობა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას გამოიწვევს.














კომენტარები