ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.
კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ.
ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.














კომენტარები