თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მსუბუქი მანქანა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, საჭირო გახდა ავტომანქანის დაზიანებული კარის სპეცტექნიკით გაჭრა.
დაშავებულია 2 ადამიანი.














კომენტარები