• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის წევრები და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ალია ავტორი - ალია
18:00 05-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,426

ხმაური პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.  ურთიერთბრალდებები სხდომაზე მას შედმეგ დაიწყო, რაც ექსპრემიერის პარტიამ ყოფილი თანაგუნდელები   ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა. დაპირისპირების მიზეზი გახდა  წამალიც, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე 24 დღეა უშედეგოდ ითხოვენ.

გიორგი შარაშიძემ „ოცნებას” უთხრა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ხელისუფლებამ მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე გადაადგილდებოდნენ. შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა საბჭოთა პროპაგანდისტულ გზავნილებს ჰგავს.

„პეტერ მადიარმა, რომელსაც უნგრეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მილიონიანი ავტომობილების გამოყენებას და შკოდისთ აპირებს გადაადგილებას და სხვათა შორის, სიმბოლური დამთხვევაა, სწორედ შკოდა იყო ის მანქანა, ის მარკა, რომლითაც გიორგი გახარია გადაადგილდებოდა. და სწორედ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიძინა სახელმწიფომ მილიონიანი და კონკრეტულად მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თქვენი ყოფილი პრემიერი, რომელიც ციხეში  გყავთ, ბატონი ღარიბაშვილი და დღევანდელი არსებული პრემიერი, ბატონო კობახიძე.

“ოცნების” რიტორიკა, სამწუხაროდ, ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ, ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ევროკავშირის ელჩს როგორც მოიხსენიებთ, გერმანიის ელჩს როგორც მოიხსენიებთ… უამრავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, ნებისმიერი განცხადება აიღეთ ირაკლი კობახიძის, ალვა პაპუაშვილის, მათ შორის თქვენი და ნახავთ…“ – თქვა სხდომაზე გიორგი შარაშიძემ.

პასუხად “ოცნების” დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „აგენტის მდგომარეობაში მყოფი ბელადი“ უწოდა. „ოცნების“ დეპუტატმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა განცხადებები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით და ოპოზიცია „სულმდაბლობასა“ და „უსინდისობაში“ დაადანაშაულა.

გახარიას, თქვენს ბელადს, თვალის ჩაპაჭუნება და შკოდისთ სიარული აქვს მხოლოდ და მხოლოდ საამაყო, კიდევ კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა. არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების დასაკაყოფილებლად ისეთი სულმდაბალი, უნამუსო, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი განცხადებები აკეთო, როგორიც არის, მაგალითად, რომ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებზე და მათ მშობლებზეგააკეთო განცხადება, თითქოს ჩვენ ოდესმე გვითქვამს, რომ მათი სიცოცხლის გახანგრძლივება ზედმეტ ხარჯებათან არის დაკავშირებული. რომ გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელ სისულელეებს საუბრობთ, უბრალოდ, ნამუსი უნდა გქონდეს ჯერ და შემდეგ უნდა გაბედო, გამოხვიდე ტრიბუნასთან და ილაპარაკო, მაგრამ ნამუსის ძაფ გაწყვეტილ ადამიანებს რა შეიძლება ველაპარაკო, – თქვა არჩილ გორდულაძემ. (ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved