აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა. დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, სადაც მას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დახვდა.
ტრამპთან ერთად ჩინეთში მიმავალ ბორტზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.
მაღალჩინოსნების გარდა, ტრამპის გუნდში ასევე შედიან ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის ილონ მასკი.
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პირისპირ შეხვედრა კი 14 მაისს არის დაგეგმილი.














კომენტარები