• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს ივანიშვილს რომც მოუნდეს ძალაუფლებიდან წასვლა, აღარ შეუძლია” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:00 05-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,495

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,როცა ვამბობთ, რომ ივანიშვილმა დიქტატურა დაამყარა, და თან რაღაცნაირად, ლაითად ვუყურებთ მისი გაშვების ამბავს, არ არის სწორი. ივანიშვილს ის ზღვარი უკვე გადალახული აქვს, როცა მისთვის ძალაუფლების დათმობა უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლის საკითხია. ძალაუფლების დაკარგვა მისთვის უკვე სიკვდვილ–სიცოცხლის ამბავი შეიძლება იყოს. მართალია, მისი რეჟიმი ცოტა კომიკურად გამოიყურება სხვა დიქტატურებთან შედარებით, მაგრამ სტრუქტურულად ყველა დიქტატურა რაღაცით ერთმანეთს გავს.

ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ დროს, როცა საერთოდ არ ელის. მაგრამ საინტერესოა რა მოტივები და რა შიშები ამოძრავებს დღეს მას. როგორ უყურებს და ითვლის რისკებს. მისი სიტუაცია პრინციპში ქრესტომათიულია. დაახლოებით ერთი წლის წინ ერთი წიგნი წავიკითხე – გერმანელი პოლიტოლოგის და მკვლევარის, მარსელ დირსუსის “როგორ ემხობიან ტირანები და როგორ გადარჩებიან ერები“ წიგნი არის იმაზე, როგორ ინარჩუნებენ დიქტატორები ძალაუფლებას, სად ჩნდება მათი სისუსტე და რა ხდება მაშინ, როცა რეჟიმი ირყევა.

მომინდა, რომ ბევრ ადამიანს წაეკითხა საქართველოში. იმდენად, რომ საავტორო უფლებაც კი მოვიპოვე, უფრო სწორად, წინასწარი შეთანხმება, მაგრამ წიგნის გამოსაცემად ფულის მობილიზაციისთვის ნამდვილად არ მეცალა ეს პერიოდი და შევეშვი. ამ დღეებში ისევ გამახსენდა ეს წიგნი და ერთი თავი უბრალოდ ავდექი და ვთარგმნე ქართულად. სახელად ქვია – დიქტატორის სარბენი ბილიკი. ამ ბილიკზე ასული ადამიანისთვის ჩამოსვლა უსაფრთხო აღარ არის. ძალიან ბევრი რისკები ახლავს. დღეს ივანიშვილს რომც მოუნდეს ძალაუფლებიდან წასვლა, აღარ შეუძლია. ამიტომ, მოგვიწევს ცოტა დავეხმაროთ…”

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved