ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს, ჩაერთოს ქართველი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის საქმეში.
კატონა წერილში აცხადებს, რომ 71 წლის ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას მმართველი რეჟიმის კრიტიკის გამო დევნიან.
„ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“, – წერს კატონა.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.














კომენტარები