• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხალხი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის წინააღმდეგ – კომენტატორები ყოფილი მენეჯმენტის რთულ პოზიციაზე სოციალურ ქსელშიც მიუთითებენ

ალია ავტორი - ალია
13:13 05-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,314

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავის მონიტორინგს სოციალურ ქსელშიც აწარმოებს. მათ შორის, ისეთ რესურსებზე, რომელიც დავის მიმდინარეობისას ნათია ჯანაშიამდა დავით ცეცხლაძემ შექმნეს და საკუთარი გარემოცვის წევრებზე გადააფორმეს.

აფბა, მონიტორინგის კვლევით მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც ამ რესურსებზე განთავსებულ მასალებს ენდობა, დღითი–დღე მცირდება. თვალსაჩინო ხდება ისიც, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ ბრიტანულ–ქართული აკადემიის წინააღმდეგ წარმოებული ბულინგისა და ცილისწამების კამპანიის მიმართ.

აფბაში აღნიშნავენ, რომ, ხშირია შემთხვევები, როცა დასპონსორებულ კამპანიას მოქალაქეებმა ჯანაშია–ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ ონლაინ–გამოცემების სოციალურ ქსელებშივე კომენტარებით უპასუხეს.

მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებელი ალექსანდრე მურღულია სვამს ლოგიკურ კითხვას –  „ბიზნესის 70%-ის გაყიდვა, ხომ ბიზნესის მართვის გაყიდვაა და მინორიტარული წილით როგორ წარმოუდგენია ჯანაშიას რომ ბიზნესი მართოს. ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყიდა წილი „საქართველოს კაპიტალმა“ თუ „ჰუალინგ ჯგუფმა“, 70%-ის გაყიდვა ხომ ბიზნესის მართვის სადავეების გადაცემას ნიშნავს“.

ალექსანდრე მურღულია იქვე ამატებს რომ მიუღებელია „კაცური, ჯიგრული და ხალხური სასამართლო“, ანუ ის რასაც ჯანაშია-ცეცხლაძე ითხოვენ და მათი მტკიცებულებებიც საკმაოდ ბუნდოვნად და უარგუმენტოდ მიაჩნია.

„საქართველოს კაპიტალის“ მხრიდან ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილის შესყიდვაში რაიმე კანონდარღვევას ვერ ხედავს სოც-ქსელის მომხამრებელი ია შეიზაშვილიც, რომელიც ინტერესდება, თუ რატომ დაიწყო დავა ნათია ჯანაშიამ 30 მილიონად წილის გაყიდვიდან 5 წლის შემდგომ და კონკრეტულად სად და რაში იკვეთება წილის მიტაცების მცდელობა.

ცნობილმა ჟურნალისტმა მზია ნოზაძემ,  სოციალაურ ქსელში, არა მარტო ვრცელი სტატუსი მიუძღვნა ნათია ჯანაშიას მორიგ ცილისწამებას, არამედ დისკუსიაში ჩაერთო ჯანაშია–ცეცხლაძის წყვილთან.

„აბსურდული კონფლიქტია. ყოველგვარ ნორმალურობის ფარგლებსაა გაცილებული ყოფილი მესაკუთრეების და დამფუძნებლების პრეტენზიები. რომელი სულელი იყიდდა ბიზნესის 70%-ს ისე, რომ ყოფილ მფლობელებს მაინც მართვის ბერკეტებს სრულად დაუტოვებდა“, – წერს ჟურნალისტი, რომელიც იქვე, უკმაყოფილებას არ მალავს დისკუსიაში შემოსული ნათია ჯანაშიას გაზეპირებული და არაფრისმთქმელი პასუხების გამო.

“არც ერთ კითხვაზე, რომელსაც ვსვამ გილაურის ინვესტიციის დაცვასთან, გარანტიებთან დაკავშირებით, პასუხს არ იძლევით. მარტო საკუთარ ინტერესებზე საუბრობთ. რა დანიშნულებით ჩაგირიცხათ დამფუძნებლებს 29,3 მილიონი ლარი? თქვენი ლამაზი თვალებისთვის ხომ არ გააკეთებდა ამას, რა შეიძინა ამ ფასად? ეს ფული ხომ თქვენს განკარგულებაში გადმოვიდა? მიწას რომ შემოიტანდა და 2 კამპუსს რომ ააშენებდა, შექმნილი ახალი ქონება, რის შეუსრულებლობასაც ედავებით, მთლიანად თქვენი უნდა გამხდარიყო, თუ მაინც მისი იქნებოდა ბიზნესის 70%? ანუ, საკუთარი სარგებლისთვის უნდა გაეკეთებინა თუ თქვენი?

დღევანდელი საბაზრო ფასით (ფულში გამოხატული) რა ეღირებოდა ახლა ის, რაც თქვენი მაშინდელი ვარაუდით გადახდილ ფასს უნდა დამატებოდა დამაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეთ, რა ეღირებოდა გილაურის მიწა და 2 კამპუსის მშენებლობის და აღჭურვის პროექტი“? – კითხულობს მზია ნოზაძე და დეტალური პასუხის ნაცვლად, რომელიც ნათელს მოფენდა ამკონკრეტულ საკითხს, ნათია ჯანაშიასგან ბრალდების ფორმით გამოხატულ შეპასუხებას იღებს.

„ცალკე უნდა აღინიშნოს, ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და მუქარით გაჯერებულიკომენტარები, რომელიც არგუმენტებისაგან უბრალოდ დაცლილია და საღად მოაზროვენ, კრიტიკული კითხვების დამსმელი საზოგადოების დაბულინგებას ისახავს მიზნად,“ – აცხადებენ აფბაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved