• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბიძინასთან მუშაობის დროს მე კვლავ ავტობუსით დავდიოდი, შარვალ-პერანგებს კი ძირითადად მეორადებში ვყიდულობდი“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
02:30 05-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,716

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,ზოგადად, მიმაჩნია რომ ბიძინა ივანიშვილი კი არ აფუჭებს ადამიანებს, როგორც ზოგი წერს, არამედ ბიძინა სთავაზობს კომფორტს ადამიანებმა გამოავლინონ საკუთარი მანკიერება და ერთ ხანს ისარგებლონ საკუთარივე მანკიერებით, მხოლოდ მეორე ხანს უნდა იცოდნენ, რომ ან მარიონეტებად უნდა იქცნენ, ან იქცევიან და არაფერი თავისთვის არ უნდა დაიტოვონ, ან წავლენ იქ, სადაც არაერთი ვნახეთ წასული.

ამიტომაც, მიუხედავად მითებისა თავის დროზე, მასთან მუშაობის დროს მე კვლავ ავტობუსით დავდიოდი, შარვალ-პერანგებს კი ძირითადად მეორადებში ვყიდულობდი, აი, იმ დროს ახლანდელი ქოცპროპაგანდისტები რომ მიმტკიცებენ, მილიონებს გიხდიდაო. სადაც ვცხოვრობდი 2 ოთახში, ქალაქის გარეუბანში, არც ის შემიცვლია და მაშინ სახლში ისეთ პირობებში ვიყავი, რომ ერთხელ ოპერატორი რომ მოვიდა ჩართვისათვის, ფერწასული დაჯდა სკამზე, ამას არ ველოდიო.

ბედნიერიც წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ბევრ რამეს მთავაზობდა, არც დღეს განვიხილავ პიროვნულ მტრად, მისი მმართველობაა მიუღებელი და ჩემს წილს ვცდილობ ამ მიუღებლის შეცვლისათვის.

ამიტომ ნაკლებად მჯერა რომ მის გვერდით წლების მანძილზე დამკვიდრებული ადამიანები მხოლოდ ბიძინას მსხვერპლნი არიან, რწმენის დონეზე არ მჯერა ეს, რადგან შეუძლებელია მის გვერდით დამკვიდრდე, თუ სარგებელს არ იღებ და ამ სარგებელისთვის საკუთარ თავზე არ ამბობ უარს, უფრო სწორად კი საკუთარ მანკიერებას არ ემონები, სხვაგვარად ვერ გაძლებ.

ბიძინას გვერდით არაერთი პატიოსანი ადამიანი მინახავს და ყველა გაქრა იქიდან, რადგან ეთიკური დილემა უშლიდათ ხელს მანკიერები ყოფილიყვნენ და თუ მანკიერები არ გახდებოდნენ, ვერც იქ, იმ სამეფოში ადგილს ვერ დაიმკვიდრებდნენ.

ბიძინას მიმართ გულწრფელები არ არიან, გულწრფელი მხოლოდ ამ ხალხის სიხარბეა ფულის მიმართ და ილუზორული გავლენის მიმართ, რომელსაც იქ გრძნობენ. ბიძინა მათ აღიქვამს დროებით ფიგურებად, გამოსაყენებელ ნივთებად და ბიძინასაც ისინი აღიქვამენ მეწველ რესურსად, ოღონდ ბიძინა ამის უფლებას საკუთარ თავს აძლევს და ცხადია, რომ მათ – არა. როცა კი აცნობიერებს, რომ ბიძინა მათთვის მეწველი რესურსი იყო და ისინი თავიანთ თამაშს თუ უბრალოდ ყოფნას ცდილობდნენ, პასუხსაც იღებენ.

და ეს პასუხი ბიძინასგან თავისი გარემოცვისთვის არის გადასახადი, რომელიც მათ არ გადაიხადეს. ეს გადასადი კი უფრო მეტია, ვიდრე ფული ან მეტი ფულთან ერთად, არ ვიცი.

ვიცი რომ ძვირი უჯდებათ პინოქიოსავით ვირებად ქცეულ პერსონაჟებს სათამაშოების კუნძულზე გატარებული განცხრომა, ოღონდ პინოქიოსაგან განსხვავებით, მათ საკუთარი თავის დაბრუნების შანსი, ვშიშობ, აღარ ეძლევათ.“

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved