ირაკლი კობახიძე აცხადებს:
„გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი უწყებების 5 თანამშრომელი, მათ ბრალი ედებათ ძალადობაში. მათ ბრალი ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგებისას. ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე მაღალი სტანდარტით. ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს, დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ეს ხელწერა. მნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა – გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია“














კომენტარები