• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომელი მეუფეების დასასჯელად ემზადება მოსაყდრე – „ეპისკოპოსების საქმე“ სტალინის სტილში” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
15:37 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

რისთვის ემზადება მეუფე შიო – „ეპისკოპოსების საქმე“ სტალინის სტილში…
ინფორმაცია, რომელიც მეუფე შიოსა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მივიღე, იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ სიმართლე გითხრათ, მის გასააზრებლად დრო დამჭირდა. ამის მიუხედავად, შევეცადე ეს ინფორმაცია სხვა სანდო წყაროებთანაც გადამემოწმებინა და როდესაც იგივე დამიდასტურეს – შევშფოთდი.
თავს ნურავინ გაისულელებს, თითქოს პატრიარქის არჩევა ან ეკლესიაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ერთი ინსტიტუციის შიდა საქმე იყოს და, როგორც გვიკიჟინებენ, მასში არავინ უნდა ჩაერიოს. არა – ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და ახალი პატრიარქის არჩევა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ის, რასაც დავწერ, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ მღვდელმთავრებისა და ზოგადად ჩვენი ეკლესიის შემდგომი განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც, რომ თავად მეუფის გარემოცვაში შეიმჩნევა გარკვეული შეშფოთება – ყველაზე მატად რა ფრაზაც ისმის, არის – „ასეც არ გვეგონა“.
რამდენად სარწმუნოა წყარო რომელსაც ვეყრდნობი? ძალიან. ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ის პერსონა, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, მომაწოდა ინფორმაცია მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებით, რაც 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც და 23 ნოემბერს, რომ პატრიარქმა თავისი ბრძანება გაგვაცნო ყველას გახსოვთ.
სხვა ორი პერსონა, რომლებმაც იგივე დამიდასტურეს, მეუფის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან.
მოკლედ, ის, რასაც მეუფე შიო და მისი გუნდი გეგმავენ, შესაძლოა, „დიდ საეკლესიო ტერორად“ შეფასდეს.
სტალინის ეპოქაში რომ ვცხოვრობდეთ, ამას „ეპისკოპოსების საქმე“ დაერქმეოდა – „მეგრელთა საქმის“ დარად. მით უმეტეს, რომ ტექნოლოგია, რომლითაც ეს ტერორი უნდა განხორციელდეს, ზუსტად სტალინური რეჟიმის ხელწერაა. ვგულისხმობ იმას, რომ პროცესებში ჩართული იქნებიან პირები, რომლებიც სხვებს განაჩენს გამოუტანენ, შემდეგ კი თავადაც სხვების სამსჯავროზე აღმოჩნდებიან. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება „ეპისკოპოსების საქმე“ – დიდი ტერორი ქართულ ეკლესიაში.
გარკვეული გარემოებებისა და ადამიანების უსაფრთხოების გამო, იძულებული ვარ, ცალკეული დეტალები გამოვტოვო. არ ვისაუბრებ მოვლენების განვითარების შესაძლო ვადებსა და ტაქტიკაზე. მხოლოდ მშრალად გადმოვცემ, სინოდის რომელ წევრს რას უპირებენ მეუფე შიო და მისი გუნდი.
უკვე გადაწყვეტილია ევროპასა და ამერიკაში არსებული ეპარქიების გაუქმება. აქ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აბრაამ გარმელიაა, რომელიც პენსიაზე უნდა გაუშვან. (ქვემოთ დავწერ, რას უპირებენ მეუფე საბასა და მეუფე დოსითეოსს.)
ასევე პენსიაზე უნდა გაუშვან მეუფე ანანია, გიორგი შალაბერიძე და მეუფე ზოსიმე, რომელიც უკვე 75 წლისაა. ორ წელიწადში იგივე ბედი ელოდება მეუფე ექვთიმეს, ხოლო ოთხ წელიწადში – მეუფე დანიელს.
მეუფე იოანე გამრეკელსაც მოუწევს პენსიაზე გასვლა და მის ადგილს მეუფე საბა გიგიბერია დაიკავებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ეკლესიიდან განკვეთონ მეუფე პეტრე და მეუფე ზენონი.
მეუფე გრიგოლი უნდა „დაისაჯოს“ და ფოთიდან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში გადაიყვანონ.
ფოთში, გაუქმებული ეპარქიებიდან, განიხილება მეუფე დოსითეოსის ან მეუფე საბას კანდიდატურა.
მელქისედეკ ხაჩიძის წინააღმდეგ მრევლის ამხედრებას გეგმავენ, რის შემდეგაც მას მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში გადაიყვანენ, ხოლო მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მეუფე საბასა და მეუფე დოსითეოსიდან ერთ-ერთს ჩააბარებენ.
მეუფე ვახტანგს ეპარქიას ჰპირდებიან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რომელს.
განსაკუთრებული მზაკვრობა იგეგმება მეუფე იობის წინააღმდეგ. მისი ეპარქიის მონასტრებში „მორალურ-ზნეობრივი“ სკანდალის აგორებას აპირებენ – შესაბამისი კომისიის შექმნითა და საბოლოოდ მეუფის დისკრედიტაციის მიზნით.
„ზნეობის კომისიის“ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს მეუფე გიორგი ჯამდელიანის საქმეც.
მეუფე იაკობის „ჭკუაზე მოსაყვანად“ (წყაროს სიტყვებით) უნდა დაიწყოს ფინანსური საკითხების შესწავლა და მისი მაქსიმალური შევიწროება.
დაგეგმილია მეუფე ნიკოლოზის საკითხის შესწავლაც და „საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია მის არჩევანზე“ – როგორც წყარო ამბობს.
„შავი დღე“ ელოდება პროტოპრესვიტერ ზვიადაძეს – მის ადგილს ანდრია ჯაღმაიძე დაიკავებს.
საგარეო საკითხებს ჩამოაშორებენ მეუფე გერასიმეს.
დაგეგმილია საპატრიარქოდან პატრიარქთან დაახლოებული მონაზვნების გაშვებაც.
ასევე, თბილისში რამდენიმე მონასტრის გაუქმება იგეგმება – „მეუფე შიო მიიჩნევს, რომ თბილისი სამონასტრო ცხოვრების ადგილი არ არის“.
გადაწყვეტილია, რომ ყველა ეპისკოპოსმა ეპარქიებში არსებული მათი ქონება ეკლესიას გადასცეს. აქ ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე მეუფე იოსები (კიკვაძე) არის. როგორც ამიხსნეს, მისი ვენახებით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის საერო პირია დაინტერესებული.
ამ კონტექსტში მთავრობასთან შეთანხმებულია, რომ გარკვეული ქონება ეკლესიამ „ვერ მოვლის“ მიზეზით საქართველოს მთავრობას გადასცეს, რის შემდეგაც ის აუქციონის წესით გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება.
ამ კოშმარში – „ეპისკოპოსების საქმეში“ – მაღალი იერარქების თემის მიღმაა მღვდელ-მონაზვნების ქეისიც, ასზე მეტი პერსონით. „სხვა ხურდაში ვინ მოჰყვება, ამაზე ფიქრიც კი რთულია.“
რამდენიმე საკითხს გამოვტოვებ, არა იმიტომ რომ უმნიშვნელოა, არამედ ამ ეტაპზე ასეა საჭირო.
სათქმელი კიდევ ბევრია, თუმცა ყველაფრის არსი ერთამდე დადის – საპატრიარქო და ეკლესია ხდება იმაზე მეტად ჩაკეტილი ორგანიზაცია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფრაზა, რომელიც მოვისმინე – „პირველი ეტაპის სათნოებას, რის დემოსტრირებასაც მოსაყდრე შეეცდება, ძმრად ამოადენს მისთვის არასასურველ პირებს.“
ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. ერთი შეხედვით, ყველა საკუთარ ბედს თავად განაგებს, თუმცა ვიმეორებ – ეს ყველაფერი არა პერსონალური არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ყველა ვალდებულია ამ კონტექსტში შეხედოს პროცესს.
ნურავინ იიმედებს თავს რომ მათ პატიოსანი სიტყვა მისცეს. პროცესსზე ცალკეულ მინიშნებებს ვაკეთებდი ბოლო პერიოდში, როცა ვამბობდი, რომ საკუთარ მომხრეებსაც გაპარსავს. ეს დრო სწორედ ინფორმაციის გადამოწმებას და სხვა წყაროსგან დადასტურებას მოვანდომე.
ახლა რას დაგიდასტურებთ და რას უარყოს „ვიღაც“ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. მე ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, შორიდან ვუყურო მოვლენების განვითარებას და დავტკბე იმით, როგორ „შეჭამს“ მეუფე შიო მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს და განსაკუთრებით – პროტოპრესვიტერს…
ჩემგან ამ ყველაფერს მხოლოდ ერთს დავუმატებ: თუ შიო პატრიარქი არ გახდა, ერთ კონკრეტულ პერსონას ქართველი ხალხი (!) ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებას მიანიჭებს. ვის? ჯერ ვნახოთ რა და როგორ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved