• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა” – კალაძე ამტკიცებს, რომ ოცნების მმართველობისას არავინ უწამებიათ

ალია ავტორი - ალია
13:48 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
552

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს.

ამის შესახებ მან ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან და მასში დასახელებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს ადამიანის წამების. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული.

ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved