2026 წლის პირველ კვარტალში 7383 მართვის მოწმობა გაიცა – ყველაზე მეტი, 276 მოწმობა 17 წლის ასაკის პირებზეა გაცემული.
მართვის მოწმობის ამღებ პირთაგან ყველაზე პატარა 16 წლისაა, რომელმაც მოპედის მართვის უფლება მიიღო, ხოლო ყველაზე დიდი – 73 წლის.
ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობის ამღებთა შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების გარდა არიან: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, პაკისტანის, ყაზახეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ინდოეთის, ლიბანის, ტუნისის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეგვიპტის, გერმანიის, ირანის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.














კომენტარები