• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ნარცისს უნდა ვუპასუხო” – იაკობ ჯანგავაძე

ალია ავტორი - ალია
03:38 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,998

მარკეტერი, იაკობ ჯანგავაძე:

ამ ნარცისს უნდა ვუპასუხო,
“რატომ მეჭყანებიო” ღამის ცვლაში რაღაც თეთრებზე მომიშავე კონსულტანტს რომ ეუბნებო, უსახო ნარცისის გარდა არაფერი ხარ.
შენ მიდიხარ, შენს ნებაზე ყიდულობ რაღაცას და მერე სახლში ბრუნდები დასაძინებლად, ის კი იქ რჩება – იმ უბედურებაში, მთელი ღამე და მეორე დღეს ლექციაზეც უნდა წავიდეს, ან ბავშვი უნდა წაიყვანოს სკოლაში, ან მშობლებს უნდა მიხედოს, ან როგორღაც უნდა იარსებოს 700 ლარიანი ხელფასით…
“რომ გამიღიმო, იქნებ უფრო მეტი ვიყიდოო”,
ვინ ჰგონია ამას მისი თავი? შენი დამატებითი 2 ლარი ღირს იმ ადამიანის გადამწვარი ტვინი და სხეული? დაღლილობისგან ფეხზე ძლივს რომ დგას.
“მესმის, ცოდოა, მაგრამ…”,
არაფერიც არ გესმის.
რომ გესმოდეს, მადლობას გადაუხდიდი, რომ საერთოდ მოგემსახურა, ნაცვლად იმისა, რომ სახის მიმიკებზე იწუწუნა “უცნობთან”, რომელიც მაგ მაღაზიის კონსულტანტების ხელფასს ერთ სათვალეში ხარჯავს.
რეპი ყოველთვის ჩაგრულების, ქუჩის და მშრომელი ხალხის ხმა იყო. ეს გადმოდგა და მშრომელს ეწუწუნება უკეთეს მომსახურებაზე.
შენი ღიმილიანი “გამარჯობა” არ გადაუხდის არავის ბინის ქირას და ვერც 10 ლარად აშოვნინებს ძროხის ხორცს.
ეს ქვეყანა ყოველთვის იმ ხალხზე იდგა, რომელსაც შრომა შეეძლო.
ახლაც მათზე დგას.
და ხვალაც მათზე იდგება.
ეს ნარცისებიც მშრომელების შრომით ნარცისობენ,
როგორც კი იმ მაღაზიაში კონსულტანტი აღარ დახვდება, აამოძრავებს ხელებს და თავად გაატარებს.
მერე ვნახავდი თუ მოუნდებოდა საკუთარ თავთან გაღიმება.
ცნობისთვის, კაბუმ, უცნობის კიდობანში, მარკეტების თანამშრომლებზე ისაუბრა და თქვა:
“სადღეღამისოში რომ შედიხარ და ისე რომ გიყურებენ, რომ თითქოს შენ დააწყებინე იქ მუშაობა რა. ვალი რო გაქვს თითქოს რა. გეგონება შენ უთხარი, რომ აქ შენ ღამე იმუშავე. მე ხომ არ მითქვამს, რომ შენ ღამე იმუშავეო – რატომ მეჭყანები? მე ხომ გიღიმი, გამარჯობას გეუბნები – გამიღიმე გამარჯობა მითხარი რა! მე მესმის, რომ არ გეღიმება – ვიცი, მძიმედ მუშაობ, ყველაფერი ძაან კარგად მესმის, მაგრამ რომ გამიღიმო, იქნებ უფრო მეტი ვიყიდო. მესმის, ცოდოა, იცი როგორ მესმის? ახალგაზრდა ბავშვები – შეიძლება სამი ღამე ჰქონდეს იქ განათენები და ძალიან კარგად მესის. ეს ისე უბრალოდ, ზოგადად ვთქვი – არ გვეღიმებოდეს შეძლება, მაგრამ სადღაც საჭირო იყოს ბიჭო ღიმილი. მთავარია არ გაგვაბოროტოს რაღაცებმა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved