სოციალურ ქსელში, ტაქსის მძღოლების კლუბში, მოქალაქე წერს:
ვეძებ მძღოლს! სიკეთე მინდა სიკეთით დავუბრუნო უკან
ქრონიკული დაავადება მაქვს, ცუდად გავხდი ძალიან და სახლში მარტო ვიყავი, როცა მივხვდი რომ გონებას ვკარგავდი მეზობელს დავუძახე რომ ეშველა, დედას დაურეკა რომელიც სამსახურიდან გამოიქცა, მეზობელმა გამოუძახა ტაქსი და მოხდა ისე რომ არასწორ მანქანაში ჩაჯდა დედაჩემი.
ისე მოხდა ბოლოს ამ ადამიანმა განერვიულებული დედაჩემი სახლამდე მოიყვანა ბოლომდე მაინც, სასწრაფოსთან ერთად მოსულან უბანში და ვინაიდან და რადგანაც ის ტაქსი ბარათზე იყო მიბმული, ამ ადამიანისთვის უთქვამს ახლავე გამოგიტან ფულსო, რომ შემოვიდა და უკან გამოსულა, – წასული დახვდა, თეთრი მანქანა იყო 777 ნომრით, მეტ დეტალს ვერ იხსენებს, ასაკიანი კაცი ყოფილა…
ვინმეს თუ გეცნობათ ისტორია ან შენ ამას კითხულობ ძალიან გთხოვ, დამიწერე და როგორმე გამაგებინე ვინ იყავი, დედა ნერვიულობს რომ ეგრე მოხდა და მეც მინდა სიკეთეზე სიკეთით გიპასუხო და არც მაგ საქციელის გამო დაგრჩე ვალში! თუარადა ვინმეს ისტორია თუ გეცნობათ შემეხმიანოს რომელ უბანში დატოვა ემახსოვრება და მაგ დეტალს არ დავწერ რომ ზუსტად მაგ ადამიანთან გავიდე კავშირზე!
















კომენტარები