• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ბიზნესი ემზადება ფეისბუკის დახურვისთვის – აღარ სარგებლობენ ფეისბუკ რეკლამებით; აღარ ცდილობენ, გაზარდონ ფეისბუკ-აუდიტორია, ააშენონ ფანკლუბები”– დავით ჩუთლაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:50 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,784

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:

საქართველოში ინტერნეტი ფაქტიურად უკვე არის დახურული. ესაა რეალური მოცემულობა. აუცილებლად დადგება ჟამი, როცა ჩვენთან ფეისბუკი, ინსტაგრამი და სხვა სოციალური ქსელები ზუსტად ისევე აიკრძალება, როგორც ეს რუსეთში ხდება. და ეს იქნება უბრალოდ დღევანდელი ფაქტობრივი აკრძალვის ოფიციალური გაფორმება და გაგრძელება.
იცით, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის, რომ ქართული ბიზნესი (რომლის უდიდესი ნაწილი რუსულ რეჟიმთან არის დაახლოებული) და სამთავრობო არხები უკვე ფაქტობრივად აღარ სარგებლობენ ფეისბუკ რეკლამებით; ისინი აღარ ცდილობენ, გაზარდონ ფეისბუკ-აუდიტორია, ააშენონ ფანკლუბები და ა.შ. ისინი ემზადებიან ფეისბუკის დახურვისთვის.
ამაზე მიუთითებს მარტივი არითმეტიკა: ქართულ ფეისბუკზე რეკლამა არის დაახლოებით 25-ჯერ უფრო იაფი, ვიდრე მაგალითად, საბერძნეთში. ანუ, შეგიძლია დადო ქართულ ენაზე პოსტი, რომელსაც მილიონი მკითხველი ეყოლება ან ვიდეო, რომელსაც ორი მილიონი მაყურებელი ეყოლება, მაგრამ მას პრაქტიკულად არ ექნება არანაირი მონეტიზაცია.
რუსული რეჟიმი ფეისბუკს ვერ აკონტროლებს და შესაბამისად, არც რეკლამას ყიდულობს აქ. რაღაც ცენტებს ხარჯავენ მხოლოდ. არადა, ესაა უზარმაზარი აუდიტორია. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს ფეისბუკი.
ამიტომ, როცა ქართველი ბლოგერი და კონტენტ კრეატორი ხარ, ბოლოს მოგბეზრდება ცენტებზე (ანუ პრაქტიკულად უფასოდ) მუშაობა, ხელს ჩაიქნევ და გაჩუმდები.
სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული ის ლარი, რომელსაც თქვენ რიცხავთ და სწორედ ამიტომ არიან გაგიჟებულები და გაცოფებულები რეჟიმის მსახურები და ამიტომ მიწერენ კომენტარებში, რომ “მათხოვარი” ვარ, რადგან დაფინანსებას ვითხოვ.
ამ დამპალი რუსული რეჟიმისთვის ინტერნეტის პირდაპირ გამორთვა უდიდესი რისკი იქნება (შეიძლება, ეს 3,6 მილიონი ადამიანი უცებ უბრალოდ ქუჩაში გავიდეს და ევრომაიდანი დაიწყოს), ამიტომ რეჟიმი ჩუმად და ვერაგულად ფინანსებისგან “ასუფთავებს” ქართულ ინტერნეტს.
ყველა ქართველ ბლოგერს და კონტენტ კრეატორს არ შეუძლია, ჩემსავით გაუძლოს ამხელა ბულინგს და ამდენ შეურაცხყოფას ყოველდღიურად. ამიტომ ბევრი გაჩუმდება. ბევრი ვერ იტყვის, რომ დონაციები სჭირდება და უბრალოდ ჩუმად წავა ამ სივრციდან. ქვეყნიდანაც წავა. და დარჩება ცარიელი ინტერნეტი, რომელიც მთლიანად რეჟიმის ტროლებით და უცხოური კონტენტით არის სავსე.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაიღოთ დონაციები ჩემი გვერდის დასახმარებლად, რათა დაუნდობლად ვამხილო ეს რუსული ჭირი, რომელსაც ცინიკურად “ქართული ოცნება” ეწოდება, დაუნდობლად ვამხილო საბჭოთა წარსული, რომლის რომანტიზებასაც რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა ცდილობს და თვალი ავუხილო ასეულ ათასობით ჩვენს გარინდებულ და აპათიაში ჩაძირულ თანამემამულეს. GE44TB7801245061100092 — ესაა ჩემი TBC ანგარიში.
კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ვერ წარმოიდგენთ, თუ რა მაგარ საქმეს აკეთებთ.
P. S. ქართველ ბლოგერებს, იუთუბერებს და კონტენტ კრეატორებს კი მინდა, მოგიწოდოთ: უფრო აქტიურად ითხოვეთ შემოწირულობები თქვენი აუდიტორიისგან. ეს არანაირად არ არის სამარცხვინო! მსოფლიოს უდიდესი გამოცემები და ძალიან პოპულარული ადამიანები მიმართავენ ამ ხერხს, როცა არ სურთ, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. რუსულ რეჟიმს ფინანსურ ბლოკადაში ჰყავხართ მოქცეულები. გაარღვიეთ ეს ბლოკადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved