• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება უპასუხოდ” – ზურაბიშვილი “დიუშენით” დაავადებული ბავშვების დასახმარებლად EU-ს და აშშ-ს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
20:33 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩს, ჯანდაცვის კომისარს და შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს თხოვნით, დაეხმარონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა მშობლები კვირებია მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ და მათი შვილებისთვის წამალს ითხოვენ.

მინდა შევეხო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხს, ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი მთელი საზოგადოებისთვის და არამხოლოდ ჩემთვის პირადად, მგონი, ყველა დედასთვის გასაგებია თუ რას განიცდიან დღეს ის მშობლები, რომელბმაც იციან, რომ არსებობს რაღაც საშუალება, რომ თუნდაც დროებით გადავადდეს ამ ბავშვების დაავადება, მიეცეთ იმედი, სანამ სხვა მკურნალობა კიდევ არ გაჩნდება და ვერ პოულობენ ვერც პასუხს და ვერც დახმარებას ამ მიმართულებით აქაური რეჟიმისგან, რომელსაც, როგორც ჩანს, არაფერი ასეთი არ ადარდებს.

მე მგონი, რომ ეს არის ყველას, ჩვენი წუხილი და ყველამ უნდა ვიფიქროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს. მე გადავწყვიტე მივმართო ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარს, რადგან მოვისმინე ძალიან დიდი ყურადღებით მათი განაცხადები ბოლო პერიოდში, რომ აქაურ მთავრობასთან, სანამ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს, არაფერი წინსვლა არ იქნება, ვერ იქნება, სამაგიეროდ მხარს უჭერს ევროკავშირი ჩვენ საზოგადოებას, რომელიც იბრძვის ჯერ კიდევ და რომელმაც გამოაჩინა თავისი პროევროპულობა არაერთხელ. 

თუ ეს მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, იმ დროს, როცა შეწყდა პრაქტიკულად ყველა პროგრამა და ყველანაირი დაფინანსება საქართველოსთვის, ალბათ მოიძებნება საჭირო თანხები იმისთვის სწორედ, რომ დაეხმარონ ამ მშობლებს და მათთვის გამოიყოს ეს თანხები, რომელიც ესოდენ საჭირო. ამიტომ, მინდა მივმართო, მაზეგ არის 9 მაისი, ევროპის დღე და ევროპის დღეს ჩემი წარმომადგენლები მიიტანენ ევროკავშირის ელჩთან სწორედ ამ წერილს, რითაც მე მოვითხოვ, რომ ეს დახმარება გამოიყოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება უპასუხოდ იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მართლა სიმბოლური იქნება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირი დღესაც, კიდევ არის ჩვენს გვერდით, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა საქართველოს ჯანდაცვისთვის აქამდე და ეს დახმარება გრძელდება. 

ამავე დროს, იგივე წერილით მივმართავ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ გადაეცეს სახელმწიფო დეპარტამენტს იგივე თხოვნით, რომ ამერიკელებმაც, რომლებიც ასევე ძალიან ბევრი დაავადების წინაათმდეგ ბრძოლაში ჩვენს გვერდით იყვნენ და რეალურად ჩენ ვერ დავამარცხებდით იმ დაავადებებს რომ არა ამერიკის დახმარება, ამ მომენტში, ამ დროს გამოგვიწოდონ კიდევ დახმარების ხელი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved