“ოცნების” წევრი, მარიამ ლაშხი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს ზენონის მიერ “ტვ პრიველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გაკეთებულ განცხადებას, რომ მეუფე შიო მუჯირი „პატრიარქად საშიშია“ და რომ ეკლესია გარე ძალების ზეწოლის ქვეშაა, ეხმაურება და ამბობს:
“ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა. თან ეს არის ფარისევლობა. როდესაც ერთი მხრივ ილია მეორეს სახელს ახსენებ, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ჰყავდა მოსაყდრედ დაყენებული მეუფე შიო, ე.ი. პატივს არ სცემ არც ილია მეორეს და შენი ქმედებები არის ფარისევლობა.
„ნაციონალური მოძრაობისაგან“ გვახსოვს, რომ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც თავს ესხმოდნენ ეკლესიას. არანაირი მორალური უფლება არა აქვთ რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთონ, თუმცა თუ აკეთებენ, პირველ რიგში ისინი აზიანებენ საკუთარ თავს, რადგან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, ვის აქვს რეპუტაცია, ვინ შემოინახა ეროვნული იდენტობა და ვინ გააგრძელებს ამის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება არჩევნების წინ – მე მოვუწოდებ, რომ არავინ ჩაერიოს ამ პროცესში, თუმცა დამაზიანებელი განცხადება არის დამაზიანებელი პირველ რიგში ავტორების მიმართულებით და არა ეკლესიის მიმართულებით“
ცნობისთვის, მარიამ ლაშხი იშვიათ გამოირჩევა სასულიერო პირთა შეფასებით, მას უმეტესად მასონების “დარგის სპეციალისტად” იცნობენ.
“გჯერათ მასონების? თავისუფალი მასონების… მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ დამატებით მეორე ხმაც…” – თქვა ლაშხმა.
მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
















კომენტარები