• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მისი ცხოვრება შეიძლება მოკლე იყო, მაგრამ მისი სიმამაცე – უკვდავი!” – 25 წლის ქართველი მებრძოლი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს

ალია ავტორი - ალია
16:34 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

კახა კვეკვესკირი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოებს და წერს:

ოცი წლის იყო უკრაინაში დაბადებული (ქ. ჟიტომირი), აფხაზეთიდან (ქ. გალი) დევნილი ოჯახის შვილი – ქართველი ᲠᲔᲕᲐᲖ ᲒᲔᲒᲔᲭᲙᲝᲠᲘ, როდესაც ვერაგულად დაესხა თავს რუსეთი მის სამშობლოს, უკრაინას.
ომის დაწყებიდან არცერთი წამით არ დაუხევია უკან.
მაშინ, როდესაც ბევრი სამშვიდობოს ეძებდა, მან საკუთარ ოჯახს მტკიცედ განუცხადა: “გერმანიაში რომ გავიქცე, მერე როგორ ჩავხედო ჩემს მეგობრებს თვალებში ?”.
ეს იყო ვაჟკაცის არჩევანი, რომლისთვისაც ღირსება სიცოცხლეზე მეტი აღმოჩნდა.
დედასა და მამას ტელეფონზე ამშვიდებდა – “არ ინერვიულოთ, წინა ხაზზე არ ვარ”-ო.
სინამდვილეში კი იქ იდგა, სადაც ყველაზე მეტად “ცხელოდა”.
ის იბრძოდა მტერთან პირისპირ, ყველაზე წინ, იქ, სადაც თითოეული წამი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამავალ ბეწვის ხიდზე გადიოდა.
მისი ბრძოლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ ყოფილა.
ეს იყო ბრძოლა იმ მორალური კოდექსისთვის, რომელიც სისხლით ქართველმა მეომარმა საუკუნეების მანძილზე გამოატარა: ბრძოლა თავისუფლებისთვის, ერთგულება სამშობლოსთვის და თავგანწირვა სიმართლისთვის.
რევაზ გეგეჭკორი 25 წლის ასაკში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
როდესაც ისტორია თავის ფურცლებზე დიდებული გმირების სახელებს ამოტვიფრავს, იქ აუცილებლად იქნება ამ ახალგაზრდა ბიჭის სახელიც.
მისი ცხოვრება შეიძლება მოკლე იყო,
მაგრამ მისი სიმამაცე – უკვდავი !
🙏🏼 მშვიდობა და ნათელი მის სულს, ვუსამძიმრებ ჩემს ძალიან ახლობელ ოჯახს და ვუსურვებ მხნეობას !
🇺🇦 Слава Україні ! Героям слава !
უკრაინაში დაცემულ რევაზ გეგეჭკორს ჟიტომირში დაკრძალავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved