• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წარწერა – “ხალხს შია”, – ქალაქს ამახინჯებს – შსს ჯობავას წინააღმდეგ და სასამართლოს გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
16:19 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422
“მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები, ხალხს შია“, – ეს იყო წარწერა, რომელიც ლევან ჯობავამ კეკელიძისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე გააკეთა და რომლითაც, შსს-ს აზრითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ქალაქის იერსახე დაამახინჯა.
ლევან ჯობავა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 1000 ლარით დააჯარიმა.
ჯობავამ პროცესზე მოსამართლეს მიმართა და თქვა:
„არსებობენ ჯგუფები, რომლებიც იწვევენ ადამიანებს ნარკორეალიზატორებად და პირდაპირ არის ამის რეკლამები იმ ტერიტორიებზე, სადაც მე ვაკეთებ წარწერებს. ერთხელ მაგათ რომ ვშლიდი, პატრულის თანამშრომელი მომადგა, რას აკეთებო. ვშლი-მეთქი. კაი კაცი ხარო, მითხრა და წავიდა.
როცა მე წარწერას ვაკეთებ, ის არასდროს არის უცენზურო, ეს არის აზრის გამოხატვა იმიტომ, რომ აზრის გამოხატვა არის შეზღუდული.
რა წარწერებსაც მე ვაკეთებ, ამაში ყველა დამეთანხმება, თუნდაც არ აღიაროთ ხმამაღლა. დიახ, ამ ქვეყანაში გვაქვს დაბალი ხელფასები, მაღალი ფასები და ხალხს შია.
თუ გინდათ აქტივისტად ჩამწერეთ, მაგრამ მე მოქალაქე ვარ, რომელიც ცდილობს, იყოს კარგი მოქალაქე თავისი შვილებისთვის, მოსწავლეებისთვის.
კანონდამრღვევად მე თავს არ ვთვლი და დიახ, წარწერა ჩემი გაკეთებულია. არა პირველად“,
ჯობავა იყო ერთ-ერთი პირველი იმ მოქალაქეებს შორის, ვინც პროტესტის ჩასახშობად მომართული რეპრესიული რეგულაციების საშუალებით, გზის გადაკეტვის საბაბით დააპატიმრეს და 14 დღით გაუშვეს იზოლატორში.
ასევე, ის ქალაქის იერსახის დამახინჯებაში პირველად არ დაუდანაშაულებიათ. ცოტა ხნის წინ, პროპაგანდისტული პოსტივის შენობაზე გაკეთებული წარწერის გამო – „დასანქცირებულია“ – ის მოსამართლე მაკარაძემაც დააჯარიმა.
წარწერები, რომლებსაც ის ქალაქში ტოვებს, ასეთია:
„მიეცით ბავშვებს წამალი“, „მილიონერი დეპუტატები, მშიერი ბავშვები“, „ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“, „მშიერი ხალხის მაძღარი მთავრობა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved