• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტელევიზორებთან გაერთეთ… გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ” – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
14:10 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

ბოდბელმა ეპისკოფოსმა, მეუფე იაკობმა დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას თქვა:

სანამ გამოვარჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. ვერ გაამტყუნებთ მათაც, რაღაც თემის აწევა უნდათ, მერწმუნეთ, რომ გუშინ ლოცვას ძლივს ჩამოვასწარი, ვამზადებთ მაგ იმას… შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს. შიგნიდან რომ უნდოდეს ჩვენს წევრს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს – ქვეყანა იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორე გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა.

ყველაფერი მიდის ნორმალურად, მალე ალბათ კრების თარიღსაც გადავწყვეტთ როდის იქნება, გამოვარჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. ყველას მოსაწონი რა ვიცი ახლა… მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის, მე ის მომწონს, მე ის. უძლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავლა, როგორ იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება ისე იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ერთად წინსვლას. არ ინერვიულოთ, მკითხავებივით არიან, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა და როგორ ხდება, მშვიდობაა რა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია.

ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის ჩავრევთ, არ ინერვიულოთ. უმრავლესობასთან ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ რომ ერთობით და ერთსულოვნად არც თქვენ დაგწყვიტოთ გული და არც ღმერთს. ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ. დანარჩენი ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან გაერთონ… გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved