• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

ალია ავტორი - ალია
15:25 05-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ვარიკოზი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ის ქვედა კიდურებზე ვრცელდება, რადგან ფეხზე დგომა, სიარული ზრდის წნევას სხეულის ქვედა ნაწილზე, ეს კი თავის მხრივ, იწვევს სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებას და მათ დაჭიმვას. სწორედ ამის შედეგია შემდგომ, კანზე ხილვადი შეშუპებული, ამობურცული და დაკლაკნილი ვენები. ცოტამ თუ იცის, რომ გარეგნული მხარე, ამ დაავადების ყველაზე უწყინარი გამოვლინებაა, რეალური და დიდი პრობლემა კი იქაა, რაც გარედან კანზე სულაც არ ჩანს.

საბედნიეროდ, მედიცინა ისეთი განვითარებულია დღეს, რომ ვარიკოზის მკურნალობა, პრაქტიკულად, რამდენიმესაათიანი პროცედურაა, ოპერაციის შემდგომ, პაციენტები უპრობლემოდ დადიან, მიდიან სამსახურებშიც კი.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ქვედა კიდურების ვარიკოზი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობას, “ალიას” ამ კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ანგიოლოგი, მარიამ გრძელიძე პასუხობს.

– რა არის ვარიკოზული დაავადება?

– ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვენის კედლების და სარქველების დასუსტება და დაზიანება,

– ხშირად თვლიან, რომ დიდი ზიანის მომყენებელი არაა და მხოლოდ კოსმეტიკაა მისი მკურნალობის მიზეზი. ასეა?

– დიახ, სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია ასე, რადგან არ იციან, რამდენად მძიმე შედეგებს იწვევს. ძარღვების გამოჩენა თავის მხრივ უკვე ვენის კედლის დასუსტებისა და სარქვლების დისფუნქციის ნიშანია. შეიძლება პაციენტს სხვა სიმპტომები არ ჰქონდეს ვიზუალური დისკომფორტის გარდა, თუმცა ხილული ვენები უკვე ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის შედეგად ზედაპირული ვენები თხელდება, გამოიბერება და სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ანთება, თრომბოზი (თრომბოფლებიტი), ამ უკანასკნელის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და რთულია, ვიდრე ვარიკოზის მკურნალობა საწყის ეტაპზე.

– პირველი ნიშნები, რომლებიც გვეუბნება, რომ გადაუდებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომლებია?

– პირველი ნიშნები, რითიც ვარიკოზული დაავადება თავს იჩენს არის დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში დგომის ან ჯდომის დროს, ფეხების მოუსვენრობა, საღამოობით ხილული შეშუპება, ღამით ფეხის კუნთების ე.წ. „გაკვანძვა“ და ცხადია ხილული და გამობერილი კანქვეშა ვენები.

– ვინ შედის ვარიკოზული დაავადების რისკ-ჯგუფში?

– რისკ ჯგუფში შედიან ქალები, განსაკუთრებით ორსულობის შემდეგ, პაციენტები, ისინი, ვისაც დადგენილი აქვს ვენური დაავადება, ჭარბი წონის პაციენტები, მჯდომარე (ოფისში მომუშავე, მძღოლები) ან მდგომარე (ჯარისკაცები, მომსახურე პერსონალი, მასწავლებლები) ცხოვრების წესის მიმდევარი პაციენტები.

– როგორ ტარდება დღეს თანამედროვე კვლევები – რას მოიცავს დიაგნოსტიკა და რა მეთოდებით ხდება მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში?

– პირველ რიგში საჭიროა ანგიოლოგის კონსულტაცია, რა დროსაც გასინჯვისა და გამოკითხვის შემდეგ განისაზღვროს პაციენტის სიმპტომები ნამდვილად ვენური დაავადების გამო არის თუ არა.

შემდგომი ეტაპია ქვედა კიდურების ვენების დუპლექსსკანირება (ე.წ. დოპლერი, ანუ ვენების ექოსკოპიური კვლევა), რომელიც აფასებს ვენური სარქველებისა და ღრმა ვენების მდგომარეობას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მკურნალობის ტაქტიკის დადგენა პაციენტთან ერთად.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ ვარიკოზული ვენების მკურნალობის უახლეს მეთოდს: რადიოსიხშირულ (ე.წ. ლაზერულ) მკურნალობას, რომელსაც არ სჭირდება ნარკოზი, რადგან არ ხდება გაჭრა და რეაბილიტაცია მარტივია, პაციენტი იმავე დღეს მიდის სახლში. მეტიც, ზოგი იმავე დღესვე სამსახურში მიდის. ფიზიკური დისკომფორტი პაციენტს ოპერაციის შემდგომ ან არ აქვს, ან აქვს ისე უმნიშვნელოდ, რომ არ აწუხებს. შესაბამისად, შეუძლია სიარული, გადაადგილდება უპრობლემოდ.

ერთადერთი, რაც რეაბილიტაციისთვის საჭიროა – სიმძიმეების აწევა იზღუდება 2 კვირით.

– შესაძლებელია თუ არა ვარიკოზის თავიდან აცილება – არსებობს პრევენციული ზომები?

– რადგანაც ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა, თუ უკვე დაწყებულია, საჭიროა მკურნალობა. დაავადების სწრაფი პროგრესირების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს ვურჩევთ ზომიერ და ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობას, წონაში დაკლებას, კომპრესიული გეტრების გამოყენებას მგზავრობისას, ფრენისას და ა.შ. ფეხების შემაღლებულზე მოთავსებასა და კომფორტული ფეხსაცმლის ტარებას.

– და ბოლოს, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა – ვარჯიში კარგია ვარიკოზის დროს, თუ არა?

– ზომიერი და ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა ყოველთვის სასარგებლოა. ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედი ვენურ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, თუ პროცესი დაწყებულია, მკურნალობის სწორად დაგეგმვის გარდა, ამ დაავადების მართვა, მეტს არაფერს შეუძლია. რაც მალე მიმართავენ ანგიოლოგს, მით ნაკლებია გართულების რისკი.

(R)

თეგები: მარიამ გრძელიძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved