• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა დირექტივა ჰქონდა საქართველოს პრემიერს?..რა სჭირდება ყველაზე უფრო ევროპისაგან “ოცნების” შემქნელს?“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:05 05-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,179

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„ახალი შუამავალი ევროკავშირთან ? …
————————————–
ვლადიმერ ზელენსკის განცხადების თანახმად, “უკრაინამ განბლოკა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის არეალი სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან”.
მნიშვნელოვანი განცხადებაა.
სლოვაკებთან ურთიერთობის განახლება ბუნებრივია ნავთობსადენი “დრუჟბას” აღდგენით დაიწყო. რუსული ნავთობი უკრაინის გავლით შეუფერხებლად ივლის უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით. ამ ნავთობით დამზადებული დიზელი კი მერე უკან მიეწოდება უკრაინას, ჯავშან-სატანკო შენაერთების საწვავად.
დიახ, არ მოგესმათ. რუსული ნავთობი უკრაინელების ნებართვით გაივლის უკრაინის ტერიტორიაზე. მერე რუსები ამ ნავთობში აღებული ფულით უკრაინის წინააღმდეგ ომს დააფინანსებენ. სამაგიეროდ, უკრაინელები რუსულ დიზელს თავიანთ ტანკებში ჩაასხამენ და რუს ჯარისკაცებს დასცხებენ.
მორალურ ჭრილში ამ სიტუაციის ახსნა ძალიან რთულია. მცდელობა ცხადია შეიძლება, მაგრამ ვერ იქნება დამაჯერებელი.
ომი პოლიტიკური კატეგორიაა; პოლიტიკის კატეგორიაში მორალური აბსოლუტიზმის შეტანა კი აბსურდი.
ჩვენს მეზობელ სომხეთს პრაქტიკულად არასოდეს შეშლია ეს ელემენტარული აქსიომა და პოლიტიკურ კატეგორიებში მორალის შეტენვა არ უცდია. ამიტომ, სრულებით არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ასევე პრაგმატულმა უკრაინამ მათთან საერთო ენა მონახა.
ანალოგიურ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ სლოვაკეთიც, რომელსაც უნგრეთის არ იყოს, უბრალოდ იაფი ნავთობი სჭირდება რუსეთისაგან.
უკრაინამ დიდებულად შეასრულა ევროკავშირის დავალება და ხისტი ორბანის მოშორებაში დაეხმარა. აწი უკვე პრობლემა აღარ არის რუსული ნავთობის გატარება საკუთარ ტერიტორიაზე. სლოვაკეთი ამ ოპერაციაში მხოლოდ კოლატერალური მსხვერპლი იყო, მეტი არაფერი, ამიტომ ფიცოსთან მეგობრულ საუბარს წინ აღარაფერი უდგას.
ამრიგად, სომხეთი და სლოვაკეთი გასაგებია, მაგრამ რა გამორჩენას ელის ზელენსკი საქართველოსგან?
რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად განსაკუთრებით გაცოფებულია უკრაინაზე და ამ დროს საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ პუტინის დაუძინებელ მტერთან “მეგობრული და საინტერესო” საუბარი ჰქონდა.
კოალიცია “ოცნება” მუდმივად ტირაჟირებდა მესიჯს, რომ გაერთიანებული დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს და ათასნაირი აბსურდი მოჰყავდა ამის დასამტკიცებლად. დღეს კი “ოცნების” პრემიერმა დიპლომატიურად ზუსტად იგივე აკადრა პუტინს, რაც ჟურნალისტმა გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს.
გახსოვთ ალბათ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა იმ ფაქტს. “ოცნების” მომხრე აღშფოთებულმა მოქალაქეებმა მიტინგი მოაწყვეს ტელევიზიის შენობასთან; აქაოდა, გაბრაზებულმა პუტინმა ბომბი არ გვესროლოსო.
დღეს ეს მოქალაქეები ჩუმად არიან. არადა, მათივე ლოგიკით, პრემიერმა კობახიძემ დღეს საქართველო ბევრად უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენა, ვიდრე ჟურნალისტმა გაბუნიამ მაშინ.
ფაქტია, რომ ერევნის სამმიტზე ჩასვლა და ზელენსკისთან “მეგობრული” საუბარი ბატონი კობახიძის თვითშემოქმედება ვერ იქნებოდა. ეს უფრო დავალება იყო.
რა დირექტივა ჰქონდა საქართველოს პრემიერს?
როგორც დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენა “ოცნებამ” ვერაფრით მოახერხა. ვერ მოინახა წონიანი შუამავალი.
შესაბამისად, ისევ ევროკავშირთან დაიწყო “ჩალიჩი”. ზელენსკი ამერიკელებთან ნაღდად ვერავის გაუწევს შუამდგომლობას, სამაგიეროდ ევროპელებთან შესანიშნავი შუამავალია. მითუმეტეს, მას განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაადგება ამისათვის. უბრალოდ, საჭიროა რომ “ოცნებას” დაეხმაროს რუსეთის ორბიტისაგან ჩამოშორების ილუზიის შექმნაში.
რა სჭირდება ყველაზე უფრო ევროპისაგან “ოცნების” შემქნელს?
მხოლოდ ერთი რამ, სანქციებზე საუბრის შეწყვეტა, რადგან ევროპული სანქციები ისეთი იარაღი აღმოჩნდა, რომლისაც “ოცნების” პროპაგანდისტული მანქანის ბურჯს, ამერიკელ რუხაძესაც კი ეშინია. ეს შიში კი სერიოზულ ბზარებს აჩენს ივანიშვილის გავლენიან გარემოცვაში.
დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ “გათამამდა” პრემიერი კობახიძე და პუტინის დაუძინებელ მტერს მეგობარი უწოდა. ევროკავშირთან შუამავლობის საფასურად რა დაპირება მიიღო ზელენსკიმ, ამჟამად ძნელი სათქმელია, თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი გახდება.
დაველოდოთ …“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved