• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, [ევროპარლამენტი] უმკაცრესად გმობს იმედი TV-ის, რუსთავი 2-ისა და POST TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას”

ალია ავტორი - ალია
17:24 05-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,825

„[ევროპარლამენტი] უმკაცრესად გმობს იმედი TV-ის, რუსთავი 2-ისა და POST TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა და არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები;

გმობს განმეორებით თავდასხმებს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებას და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით;

ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული მტრობის ორკესტრირება არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და საქართველოს იზოლაციას მისი ევროპული გზიდან; ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს;

მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თუ მსგავსი მტრული აქტივობები გაგრძელდება.

მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ამგვარი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები“ — ვკითხულობთ შესწორებაბაში, რომლის ავტორები ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციის, “ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის”, დეპუტატები არიან.

,, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დღის წესრიგშია აღნიშნული. ანგარიშის ავტორია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.

განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.(ფორმულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved