გელა ხასაიას საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელმა ხასაია სხდომათა დარბაზში ვერ იცნო. ინფორმაციას ონლაინმედია ნეტგაზეთი ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი დაიკითხა.
როგორც გამოცემა წერს, ჩადუნელმა განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, დეზერტირების ბაზრის სიახლოვეს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულმა პროცესზე გელა ხასაიაზე ვერ მიუთითა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩადუნელი აგრეთვე არ არის წინააღმდეგი თუ ბრალდებულები კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს მიიღებენ.
















კომენტარები