მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება – აღნიშნული ინფორმაცია ,,ბიემჯის” ავტოსადგურ „ოკრიბას” იურისტმა პაატა ყვავაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ცალკეულ მიმართულებებზე მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა.
მისი განმარტებით, მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა კი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო.
დიდუბის სადგურ “ოკრიბადან” მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის შემთხვევაში.
“ავტოსადგურ ოკრიბას შემთხვევაში, ფასების მატება აღდგომის შემდეგ მოხდა, მაგრამ მანამდე სხვა ავტოსადგურებს უკვე ეს ტარიფები ჰქონდათ”, – ამბობს ყვავაძე.
















კომენტარები