• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნებზე გამოვეკიდოთ “პოლის” ჯოხით… ისე დაგმალოს ღმერთმა, არ გამოგაჩინოს” – აქცია ბათუმში

ალია ავტორი - ალია
14:45 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ბათუმში ამ წუთებში სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დღეს ბათუმის ცენტრში შეიკრიბნენ, იყვნენ მისულნი აჭარის მთავრობის შენობასთან, შემდგომ იყვნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ითხოვდნენ გაშუქებას, შემდგომ მივიდნენ მერიაში, სადაც ყველა კარი დარაზული დახვდათ და ახლა ისევ მიემართებიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან.

“ესენი რომ მოვლენ არჩევნებზე გამოვეკიდოთ “პოლის” ჯოხით და რაც ხელში მოგვყვება, იმით. მერი არის და თან არ არის. სამივე კარი ჩაგვიკეტა. იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო და ეკითხა, რა გვიჭირს, რატომ ვდგავართ აქ, დაგვემალა, ისე დაგმალოს ღმერთმა, არ გამოგაჩინოს.” – ამბობს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი.

აჭარის მთავრობასთან მისული ხალხი ხედავდა, როგორ იცინოდნენ ფანჯრებიდან ხელისუფლების წარმომადგენლები:

“ფანჯარა შეაღეს და იცინიან – სირცხვილი არაა?”– ამბობს აქციის მონაწილე. 

მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან მოქალაქეები, მათ შორის, მხცოვანი ადამიანები, ითხოვნენ ჭიშკრის გახსნას და ამბობდნენ, რომ მერიის დუმილი იყო შეურაცხმყოფელი. ისინი ითხოვნენ, გადაეღო მედიას დაკეტილი, ბოქლომდადებული ჭიშკრები და კითხულობდნენ, სამუშაო საათებში, რატომ არის მერია ხალხისთვის დაკეტილი?

აქციის ორგანიზატორების თქმით, 15 მაისს დიდი აქცია გაიმართება და უკვე ყველა ის ადამიანი გამოვა, ვისაც პრეზენტია აქვს ხელისუფლებასთან. მანამდე კი მოივლიან ხულოს და ქედას და იქაც ადგილზე გაარკვევენ, ვის არ შეუსრულა დაპირება ხელისუფლებამ. 

“მოვედით, გამოდით! ნეტა, არ ესმით? – დაგაყრუათ ღმერთმა!” – აქცია ბათუმში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved