• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

ალია ავტორი - ალია
20:29 04-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

მხედველობის ლაზერული კორექცია თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი ოპერაციების ჩატარება, რომლებიც წარსულში შეზღუდული ან მიუწვდომელი იყო. პროცედურები გამოირჩევა სისწრაფით, მაღალი სიზუსტითა და პაციენტისთვის კომფორტული მიმდინარეობით. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ოპერაციის დაგეგმვის შესაძლებლობები და ასაკობრივი შეზღუდვებიც გაცილებით მოქნილი გახდა, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობს ცენტრი, რომელსაც 134 წლიანი გამოცდილება აქვს ოფთალმოლოგიის კუთხით. “ნიუ ჰოსპიტალსი” ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 9 ტიპის პერსონალიზებულ ლაზერულ მკურნალობას და მოიცავს 2 დამოუკიდებელ რეფრაქციული ქირურგიის სივრცეს, აღჭურვილს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების – ცეისისა და შვინდის (ZEISS/ SCHWIND) უახლესი თაობის ტექნოლოგიით;

ელენე ქორქია თავადაც ექიმია, რადიოლოგი, იგი 33 წლისაა და აქედან 20 წელი სათვალის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა. გვიყვება, რომ 8–9 წლის ასაკიდან დაეწყო მხედველობის პრობლემები და აღარც ახსოვდა რა შეგრძნებაა, როცა შეგიძლია ზუსტად გაარჩიო გამოსახულება, ფერები, წარწერები. რა შეგრძნებაა როცა სათვალის გარეშე შეგიძლია გადაკვეთო ქუჩა, გაისეირნო სკვერში, სათვალის გარეშე იმუშაო, ან მოამზადო სადილი.

„ალიასთან“ ჰყვება, რომ ოპერაციამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, პირველად იყო მისული “ნიუ ჰოსპიტალსში”, ოფთალმოქირურგ თამარ ცირეკიძესთან, გამომდინარე იქედან, რომ თავადაც ექიმია და ამ სფეროს კარგად იცნობს, არჩევანის გაკეთება არ გართულებია, რადგან კარგად იცოდა ამ ცენტრის შესაძლებლობები. თუმცა, ოპერაცია მაშინვე არ გადაუწყვეტია. ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა ერთ გვიან საღამოს, სპონტანურად, როცა მიხვდა, რამდენად უჭირს მუშაობა მხედველობის პრობლემის გამო, როგორ დაიღალა თვალების წვის შეგრძნებით. ამბობს რომ პირველი, ვისაც დაურეკა და უთხრა, რომ გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება, დედა იყო.

– უკვე მაშინვე იცოდით ვის ანდობდით ლაზერულ კორექციას?

– კი, ჯერ ერთი, ზუსტად ვიცოდი, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” მივმართავდი, თამარ ცირეკიძესთან პირველივე ვიზიტის შემდეგ კი, სხვა ექიმთან წასვლას არც კი განვიხილავდი. ექიმი პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სწორად, ეს მხოლოდ დადებითი განწყობისთვის არაა აუცილებელი, თუმცა, მკურნალობისას, განწყობასაც თავისი როლი აქვს. ექიმმა რომ პაციენტი მოარჩინოს, ამისთვის საჭიროა ნდობა პაციენტსა და მას შორის. კონტაქტური, ყურადღებიანი, პროფესიონალი გუნდით, – სწორედ ეს იყო პირველი შთაბეჭდილება თამარ ცირეკიძეზე და არც შევმცდარვარ.

– ოპერაციისთვის მზადება რთული იყო?

– არა, უმარტივესი. ‘ნიუ ჰოსპიტალსი” ხომ მულტიფუნქციური კლინიკაა, ყველა კვლევა ერთ სივრცეში ტარდება, სხვაგან საათობით რომ დგახარ რიგში, აქ ასე არაა, არც რიგში დგომა მომიწია, არც დავღლილვარ, მარტივად და სწრაფად ჩავიტარე სრულფასოვანი კვლევები. თან რაღაცნაირად, მართლა ყველა თანამშრომელი გხვდება ღიმილით, ყველა კითხვაზე გპასუხობენ თავაზიანად, ყველა განყოფილებაში და ესეც ძალიან დიდი სიმშვიდის და კომფორტის მომტანია პაციენტისთვის.

– ოპერაციის დროს გეღვიძათ?

– კი, ადგილობრივი გაყუჩებით გავიკეთე, მეღვიძა. ვთვლიდი, რომ ცოტათი მაინც მეტკინებოდა, ათასი ჭორი მომისმენია, რომ უცხო სხეულივით გრძნობ რაღაცას თვალში, ან წვას, – თუმცა, მე პირადად, არც ერთი არ მიგრძვნია ოპერაციისას. რამდენიმე წამი გასტანა ოპერაციამ, სააოპერაციოში კი ჯამში დაახლოებით 15 წუთი ვიყავი და იმავე დღესვე წამოვედი სახლში.

– ოპერაციის შემდგომ, რა დროში აღდგა მხედველობა?

– ოპერაციის დამთავრებისთანავე სათვალე აღარ მჭირდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერიდებოდი იყო ძალიან ძლიერი განათება, რასაც ისედაც უნდა მოარიდოს ყველამ თვალი, წესით. დაახლოებით 2 თვე ვიწვეთებდი წვეთებს, მათ შორის, სიმშრალის საწინააღმდეგოს, რაც ასევე, ჩემი პროფესიის ყველა ადამიანისთვის, ისედაც სასარგებლო და საჭიროა. 2 თვის შემდეგ, არაფერს ვიწვეთებ, მალე 3 თვე გადის ოპერაციიდან და ერთი სული მაქვს, როდის მივალ გადამოწმებაზე. კლინიკაში მისვლა რომ სტრესი არაა და პირიქით, სასიამოვნოა, ესაა სწორედ ამ გუნდის პროფესიონალიზმის მდგენელი. შემდეგ უნდა გადავამოწმო ოპერაციიდან 6 თვის გასვლიდან და 12 თვის გასვლიდან.

ლაზერული კორექცია იმითია უნიკალური, რომ სწრაფ დროში და სრულად ხდება მხედველობის აღდგენა, ვისაც სრული მხედველობა აქვს, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ბედნიერებაა, რომ შეგიძლია ისე გადაადგილდე, არ გქონდეს დისკომფორტი და შიში, რამე ვერ დაინახო, როცა შეგიძლია ქუჩის მეორე მხარეს გაარჩიო წარწერა, როცა ყველა ფერს ხედავ მკაფიოდ და არჩევ სახეებს, როცა შენი ყოველდღიურობა აღარაა ბუნდოვანი გამოსახულებები. სრულიად გულწრფელად ვამბობ, პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში, იმდენად დიდ ემოციას იწვევდა მხედველობის სრულად აღდგენა. მგონია, თავიდან დავიბადე. ოპერაციის შემდეგ გავხდი ლაღი, თავდაჯერებული, მოტივირებული. პროდუქტიული ბევრად.

– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ჯერ ისევ ყოყმანობენ?

– აუცილებლად ვურჩევდი ლაზერულ კორექციას, ეს იმდენად ცვლის ცხოვრების ხარისხს, გადმოცემაც კი რთულია, ვერანაირი სათვალე, თუ ლინზა, ამ ეფექტს ვერ მოგცემს. ასევე, ვურჩევდი, მიმართონ მულტიფუნქციურ ცენტრებს, როგორიც ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრია, რათა არ მოუწიოთ რიგებში დგომა, კვლევებისთვის კლინიკიდან კლინიკაში სიარული. ოღონდ, მე არ ვიცი, ნიუ ჰოსპიტალსის გარდა, არის თუ არა კიდევ რომელიმე ცენტრი, სადაც ოფთალმოლოგია ასეთი განვითარებულია. გარდა პროფესიონალიზმისა და მეგობრული გუნდისა, კლინიკის გარე თუ შიდა სივრცე არის იდეალურად სუფთა, მედიცინაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ასევე, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი აპარატურებით – სწორედ ეს დეტალები განაპირობებს ასეთ შედეგებს.

მთავარი, რაც ასევე მინდა ადამიანებს ვუთხრა: – როცა მეკითხებიან, ვნანობ თუ არა ოპერაციას, ვარ თუ არა კმაყოფილი, სულ ვპასუხობ – კი, ვნანობ, ძალიან, ძალიან ვნანობ რომ ბევრად ადრე არ გავიკეთე. რამდენი საღამო გავწამებულვარ უსიამოვნო წვით და დისკომფორტით, რამდენი დღე მოვიკელი სრულფასოვანი მხედველობა, რამდენი საინტერესო მომენტი ჩემი ცხოვრებიდან მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს – და ეს ყველაფერი რამდენიმე წამიანი კორექციით შეიძლებოდა გამოსწორებულიყო.

ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ ყველას!

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved