• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვამხელთ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” –  “ლელო – ძლიერი საქართველო”

ალია ავტორი - ალია
13:42 04-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

ივანიშვილი და ივანიშვილის ანტი-ქართული “ოცნება” კლავს ანაკლიის ეროვნულ პროექტს, ანაკლია არის საფრთხეში ივანიშვილის პირობებში. 

დღეს, საზოგადოებას ვაცნობებთ ახალი, მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ – 2026 წლის 24 აპრილს ანტი-ქართულმა “ოცნებამ” და მისმა ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა ახალი ხელშეკრულება საერთაშორისო-საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი აპირებს საერთოდ გადახედოს ანაკლიის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას და ე.წ. მასტერპლანს. 

ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირ ისმის შეკითხვები – რა საჭიროა იმ პროექტის გადახედვა, რომლის ეროვნული ღირებულება ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, კარგად იცის სტრატეგიული მნიშვნელობა ანაკლიის პორტის, კარგად იცის ეკონომიკური სარგებლიანობა ანაკლიის პორტის, თუმცა ამის მიუხედავად, მაშინ, როდესაც დაინტერესება ანაკლიის პორტით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება, ივანიშვილი აპირებს გადახედოს ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას,  ღირებულებას, მიზნობრიობას და იმ გენერალურ გეგმას, რომელსაც ჰქვია ე.წ. მასტერპლანი, რომელიც ადასტურებს, წლების განმავლობაში, მრავალგზის, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევები და  ანალიტიკური დოკუმენტები, რომ ანაკლიის პორტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პორტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკის სტიმულირება ასობით მილიონი დოლარით ყოველწლიურად და ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ უკვე 6 წელია “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ატყუებს საზოგადოებას, ატყუებს მის საერთაშორისო  პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს დასავლეთში, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი.  

ამ ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, კიდევ ერთხელ დასტურდება ივანიშვილის ტყუილი და მიზანი, რომ ანაკლიის პორტი და პროექტი არ შედგეს, ანაკლია არ აშენდეს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მიზანი. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც 2019 წლიდან ჩაშალა ყველა ტიპის მოლაპარაკება, გააძევა ქვეყნიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ახალი პირობების შემოტანით კონტრაქტში არ არის აღწერილი საერთოდ რა მიზნობრიობით ხდება გენერალური გეგმის და ანაკლიის პროექტის მიზნობრიობის ეჭვქვეშ დაყენება. ეს არის საერთოდ პროექტის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც უნდა მოემსახუროს ქართველი ხალის ინტერესებს, მის ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს ბიუჯეტის შევსებას და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაბრუნებას. 

ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ანაკლიის პროექტი და პორტი, მარტივი მიზეზის გამო, გაიხსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, სადაც დაინტერესება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო აშკარა და აქტიურია. ანაკლიის პროექტზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე. მაშინ, როცა გადაწყდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და რეგიონში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ. ტრამპის გზა, ამ გზამ გვერდი ვერ უნდა აუაროს საქართველოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს კარიბჭე და გაგრძელება იმ საერთაშორისო სანტრაზიტო გზის, რომელიც გაივლის სომხეთსა და აზერბაიჯანზე. 

ჩვენ, “ლელოს” გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ეროვნული პროექტი უნდა გამოცხადდეს სტრატეგიულ ობიექტად, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს, მის აშენებაში უნდა იყოს ჩართული ყველა საერთაშორისო, ავტორიტეტული, გამჭვირვალე ორგანიზაცია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უნდა შეიზღუდოს რუსული და ჩინური გავლენები ანაკლიის პორტში. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამხელთ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, ეს ახალი კონტრაქტი მიუთითებს ამაზე, რომ საერთოდ ეჭვქვეშ აყენებენ ანაკლიის პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ეროვნულ ღირებულებას ქართველი ხალხისთვის. ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს, ანაკლია სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ის აუცილებლად აშენდება. “ლელო”  იქნება მთავარი მხარდამჭერი ანაკლიის პორტის და ჩვენ შევიტანთ მთავარ წვლილს ანაკლიის პორტის და პროექტის აშენებაში და ამოქმედებაში.”

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved