“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
სააკაშვილის ტანტრუმებს იმიტომ არ ვუთმობ დროს, რომ აღარავის აინტერესებს.
ბენზინის ფასზე, განათლების სისტემაზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ვიდეოებს ათასჯერ და ათიათასჯერ უკეთ მიაქვს, ვიდრე სექტარიანულ გარჩევებს.იყო დრო, როცა მიფრინავდა – ისევ სააკაშვილის აქტუალურობიდან გამომდინარე და კარგად ვისარგებლე, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა.საქმე დგას მარტივად!არსებობს შეთანხმება.შეთანხმებასთან შემოერთება არის ნებაყოფლობითი.ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა არის ნებაყოფლობითი.ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს – მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება.უფრო მეტი – ჩავლაც კი მეზარება.შეთანხმება იქნება დაცული, რადგან ეს შეთანხმებაა გამარჯვების ერთადერთი გზა.
ვინ ივლის ამ გზაზე და ვინ გააგრძელებს თვითდესტრუქციას – კერძო გადაწყვეტილების საქმეა.
















კომენტარები